უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 აპრილი, 2025 11:14
font-size

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2008 წელს მოკლული ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, როინ შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს უსმენენ

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ 2008 წელს მოკლული ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, როინ შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს უსმენენ.

საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა როინ შავაძის მეუღლეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მან ყველანაირი ზეწოლის, თავდასხმის მიუხედავად, აწარმოა დიდი ბრძოლა საკუთარი მეუღლის და ოჯახის ღირსების დასაცავად.

წულუკიანის თქმით, ციცინო შავაძის თავდადების შედეგია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა როინ შავაძის სიცოცხლის უფლების როგორც მატერიალური, ისე პროცესუალური დარღვევის ფაქტი, რითაც დადასტურდა, რომ საქართველოს ერთგული ჯარისკაცი სახელმწიფომ თავისი ხელით მოკლა.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, როგორც ქალმა ქალს, იმ დიდი ბრძოლისთვის, რაც თქვენ ყველანაირი ზეწოლის, თავდასხმის მიუხედავად აწარმოეთ, რათა თქვენი მეუღლის და ოჯახის ღირსება დაგეცვათ იმ დროს, როდესაც რეალურად, უფლებების დაცვა კი არა, უფლებების შელახვა იყო წესი. თქვენ დაგიპირისპირდათ მთელი სახელმწიფო მანქანა მაშინ და მიუხედავად ამისა, თქვენ ღირსეულად ატარეთ ქართველი ქვრივის სახელი და მოიტანეთ ეს საქმე დღემდე. სწორედ თქვენი თავდადების შედეგია, რომ 2020 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, სტრასბურგში დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის, ანუ სიცოცხლის უფლების როგორც მატერიალური, ასევე პროცესუალური დარღვევის ფაქტი და ამით დამტკიცდა ის, რისთვისაც ამდენი წელი იბრძოდით, რომ თქვენ იყავით მართალი და რომ თქვენი მეუღლე, ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი, სახელმწიფომ თავისი ხელით მოკლა. მადლობა ამ ბრძოლისთვის, სხვა მხრივ, როინ შავაძის სახელი და გვარი დავიწყებული იქნებოდა და ისე ჩააბარებდნენ წარსულს მაშინდელი ხელისუფალნი, რომ რასაკვირველია, არც კი შერცხვებოდათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საუკეთესო საბანკო მომსახურება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის – საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო მიიღო

26 სექტემბერი, 2025 , 17:52

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო საბანკო მომსახურების მიმწოდებლა

საქართველოს ბანკი, DANGEO Energy-სთან პარტნიორობით, რეგიონულ ფილიალებს მზის ენერგიით მოამარაგებს

26 სექტემბერი, 2025 , 17:45

საქართველოს ბანკი, როგორც გარემოს დაცვასა და მდგრადი პრაქტიკების დანერგვაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა, ქართულ-დანიურ კომპანია DANGE

მაქვს ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილზე იგეგმება თავდასხმა - გიორგი ჩიკვაიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:47

დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე მსჯავრდებული გიორგი ჩიკვაიძის ინფორმაციით, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელზე, გიორგი ბაჩიაშვილზე, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებუ

გალტ & თაგარტი თრეიდინგის ჩემპიონატს იწყებს – საპრიზო ფონდია $20,000

26 სექტემბერი, 2025 , 12:38

Galt & Taggart საფონდო ბირჟებზე ვაჭრობით დაინტერესებული ადამიანებისთვის ახალ პროექტს, თრეიდინგის ჩემპიონატს იწყებს. ჩემპიონატი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, საფონდო ბირჟაზე საკუთარი ცოდნა და სტრატეგიები გამოსცადო

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, თელავში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-13 ნაკადი გადამზადდება

26 სექტემბერი, 2025 , 11:29

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა რეგიონებში გრძელდება. პროექტი, რომლის მიზანი ქალი ლიდერების 360°-იანი მხარდაჭერაა, ამჯერად თელავში განხორციელდება. პროგრამა 5-7 ოქტომბერს სასტუმრო ესკიზში მეწარმეთა ახალ ნაკადს უმა

საქართველოს ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია

25 სექტემბერი, 2025 , 18:49

საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყნის ენდემური ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას, რაც მათ დაცვასა და აღდგენას გულისხმობს. სწორედ ამ მიზნით, ს