უკან

საზოგადოება

22 აგვისტო, 2017 15:35
font-size

საგანგებო შტაბი ბორჯომის ხეობის ხანძარზე განცხადებას ავრცელებს

საგანგებო შტაბი ბორჯომის ხეობაში მიმდინარე სახანძრო-სამაშველო ოპერაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

შტაბის განცხადებით, ცეცხლის ჩაქრობას ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა უშლის ხელს.

შტაბის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე უწყების მძიმე და მსუბუქი ტექნიკა, მათ შორისაა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 6 ერთეული წყალმზიდი ტექნიკა, რათა იყოს გაყვანილი დროებითი წყალსადენი მილები ხანძრის კერებთან.

სოფელ დაბასთან ასევე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი და რეანომობილი, თუმცა სამედიცინო დახმარება ამ დროისთვის არავის არ დასჭირვებია.

შტაბის იმფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ამ შემოდგომას ტყის აღდგენის ღონისძიებები იგეგმებოდა.

„მედიანიუსი“ შტაბის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზების პროცესში, ამ დროისთვის, 3 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე ტექნიკაა ჩართული, რომელთა მობილიზებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან განხორციელდა.

გაიჭრა 3-კილომეტრიანი გზა არჯევანის ტყიდან ხანძრის მიმართულებით თორთის მთამდე, რამაც შესაძლებელი გახადა ხანძრის მთავარ კერამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეუფერხებელი გადაადგილება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო შტაბის წევრებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე რჩება.

საგანგებო შტაბი შესაბამისი სამოქმედო გეგმით მუშაობს.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენელი, რომლებიც კოორდინირებულად მუშაობენ ხანძრის ლოკალიზებაზე.

გუშინ მაშველებმა მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება, თუმცა ძლიერი ქარის გამო ცეცხლის ახალი კერები სხვადასხვა ადგილზე ეტაპობრივად გაჩნდა.

ხანძრის ლოკალიზებას ამ ეტაპზეც მეტეოროლოგიური პირობები ართულებს - ძლიერდება ქარი და ამასთან, ფიქსირდება მაღალი ტემპერატურა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ბორჯომის ხეობაში მობილიზებულია რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა, რომელიც ინტენსიურად ახორციელებს გზის გაწმენდით სამუშაოებს, ასევე სპეცტექნიკა მუშაობს მდინარის კალაპოტთან. სტიქიის ზონაში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 6 ერთეული წყალმზიდი ტექნიკა იმყოფება, ასევე ადგილზე მობილიზებულები არიან კომპანიის თანამშრომლები. კეთდება დროებითი წყალსადენის მილები და მოხდება ამ წყალსადენი ხაზის გაყვანა ხანძრის კერებთან ახლოს, რათა ოპერატიულად მოხდეს წყლის მიწოდება შესაბამისი სახანძრო და სამაშველო სამსახურებისთვის ხანძრის ჩასაქრობად.

სოფელ დაბაში მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი და რეანომობილი. ამ დრომდე მედპერსონალის დახმარება არავის დასჭირვებია. ბორჯომში, სტიქიის ზონაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმყოფება. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის, თუმცა არსებობს სამოქმედო გეგმა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს სრული პრევენცია და მოსახლეობის გაყვანა.

ადგილზე მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ 15 ერთეული სატუმბი, 2 ლაფეტი, 10 ერთეული მძიმე და მსუბუქი ტექნიკა, ადგილზეა სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

ენერგეტიკის მინისტრის, ილია ელოშვილის განცხადებით, ბორჯომ-ბაკურიანის დამაკავშირებელი 300 მმ-ნი გაზსადენი, რომელიც ხანძრის ზონიდან დაახლოებით 4 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, შეუფერხებლად ფუნქციონირებს. ხანძრის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის გაზმომარაგებას საფრთხე არ ემუქრება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ასევე შეუფერხებლად მიეწოდება ელექტროენერგია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ბაკურიანის მთის მართვის დეპარტამენტი აქტიურად მონაწილეობს ბორჯომის ხეობაში არსებული ხანძრის ლოკალიზებაში. არჯევანიძეების ტყის მასივში მთელი ღამის განმავლობაში ბაკურიანის მთის მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები მძიმე ტექნიკით ტყეში გზების გაჭრას ახორციელებდნენ. გაკეთდა ცეცხლისთვის უსაფრთხოების კორიდორები, რომ არ მოხდეს ცეცხლის არეალის მომატება.

გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და დარგის ექსპერტების განცხადებით, ცეცხლის სწრაფად გავრცელება ძლიერმა ქარმა, რთულმა რელიეფურმა პირობებმა და ტერიტორიაზე არსებულმა ნახანძრალი მცენარეების, ბუჩქებისა და ბალახის სწრაფმა წვამ განაპირობა.

ხანძრის სრულად ჩაქრობის შემდეგ სატყეო სააგენტოს თანამშრომლები ტერიტორიაზე მორიგეობას რამდენიმე დღის განმავლობაში გააგრძელებენ. დაიწყება ტერიტორიის დეტალური შესწავლა, რომლის დროსაც დაზუსტდება გარემოზე მიყენებული ზიანი და დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები.

აღსანიშნავია, რომ ცეცხლით მოცული ტერიტორია წარმოადგენს საპროექტო ფართობს და მასზე ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება მიმდინარე წლის საშემოდგომო სეზონზე იგეგმებოდა“, - განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

ანა მებურიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი