საზოგადოება


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აგვისტოდან მართვის გამარტივებულ რეჟიმზე გადადის
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სტრატეგიას ცვლის, პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით განიხილა.
ცვლილებების მიხედვით, მართვის ორდონიანი სისტემა შემოდის და იზრდება ობიექტების ჩამონათვალი, რომელთა სახანძრო უსაფრთხოებას სახელმწიფო გააკონტროლებს. მაშველებისთვის ახალი პროფესიული სასწავლებელი გაიხსნება, ასევე, კადრები გადამზადდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში დაგეგმილია რეფორმა, რომელიც მოიცავს როგორც სისტემის ეფექტურობას, ასევე ტექნიკური აღჭურვილობის გაუმჯობესებას.
„დღეს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში. ამ ცვლილებებით უკვე დავიწყებთ მუშაობას მოხალისეთა სისტემის შექმნაზე, ალტერნატიულ არასამხედრო სამსახურის მომზადებაზე, რომ მომავალი წლიდან ჩვენ ეს სერვისი შევთავაზოთ მოქალაქეებს. ასევე აგვისტოდან გადავალთ გამარტივებულ საგანგებო სიტუაციების მართვის რეჟიმზე და გვექნება მეტად ეფექტური სისტემა, კოორდინაციის უფრო მაღალი დონე. ასევე, რაც მთავარია, ჩვენ ამ ცვლილებების პარალელურად ვმუშაობთ ხუთწლიან გეგმაზე და წელს დაიწყება ახალი სახანძრო–სამაშველო დეპოების მშენებლობა რამდენიმე მუნიციპალიტეტში, ასევე წელს უკვე დაიწყება ახალი სახანძრო მანქანების შემოსვლა. დაახლოებით 17 მუნიციპალიტეტში შევა ახალი სახანძრო მანქანები და პარალელურად განვითარების ეს გეგმა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის პერსონალის გადამზადება, ტექნოლოგიური განვითარება, ინსტიტუციური გაძლიერება და ჩვენ ვმუშაობთ, სისტემის ეფექტურობაზე, რომ ვიყოთ ერთ–ერთი ძლიერი მთელ რეგიონში. ამის თაობაზე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ორ კომპანიასთან, რომელთაგანაც ფასის და სერვისის ხარისხის მიხედვით შერჩეულ იქნება და 1-ელი ივლისიდან მუდმივი მზადყოფნის რეჟიმში იქნება ჩვენს განკარგულებაში ორი ვერტმფრენი. მათ აქტიურად ვიყენებთ ტურისტული მიზნებისთვის და სამედიცინო საჰაერო სასწრაფო დანიშნულების მიზნით. მოლაპარაკებები არის ბელორუსულ და ყაზახურ კომპანებთან“, –განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:33

საქართველოს ბანკში ევროპულ და ქართულ ბარათებს შორის მომენტალური გადარიცხვა უკვე ხელმისაწვდომია
3 ოქტომბერი, 2025 , 18:27

გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით, გუდაური ლოჯმა $10 მილიონის სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა
3 ოქტომბერი, 2025 , 16:18

სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 4.8 პროცენტი შეადგინა - საქსტატი
3 ოქტომბერი, 2025 , 12:53

SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით, Oscar and the Wolf-ის ღონისძიება გაიმართება
3 ოქტომბერი, 2025 , 12:23

სარგებელი თქვენი ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია დაიწყო
2 ოქტომბერი, 2025 , 16:42