უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 ნოემბერი, 2016 16:20
font-size

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასოცირების შესრულების თაობაზე ევროკავშირის ანგარიშს მიესალმება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროკავშირთან ასოცირების შესრულების შესახებ ევროკავშირის ანგარიშს, რომელიც ასახავს 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდში მიღწეულ პროგრესს.

როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საგულისხმოა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში პირველად გამოიცა სახელწოდებით ასოცირების განხორციელების/შესრულების ანგარიში (Association Implementation Report), რაც მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების თვისობრივად ახალ, კერძოდ, პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ეტაპზე გადასვლის გათვალისწინებით.

ევროკომისიისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი ანგარიში ასახავს საქართველოს მიერ თანამშრომლობის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით გატარებულ რეფორმებსა თუ ინიციატივებს, რის შედეგადაც საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და ინტენსიური გახდა. გამოქვეყნებული ანგარიში ეყრდნობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ ევროკავშირის გლობალურ სტრატეგიას და განსაკუთრებით უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც სტაბილური და დემოკრატიული სახელმწიფოს როლს რეგიონში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საქართველო წარმოადგენს ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად მოკავშირეს უსაფრთხოების ხელშეწყობის სფეროში“. წარმატებული თანამშრომლობა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ტერორიზმისა და იარაღით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა, ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობა.

დოკუმენტში ევროკავშირი ცალსახად უსვამს ხაზს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და პოზიტიურად აფასებს ქართული მხარის კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. ანგარიშის თანახმად, საქართველო სრულ თანხვედრაშია 6 პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასთან.

საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს განსაზღვრავს საერთო ფასეულობები, როგორიცაა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა, საბაზრო ეკონომიკის ხელშეწყობა, რომლებიც ასოცირების შეთანხმების ფუძემდებლურ პრინციპებს წარმოადგენს. ანგარიში პოზიტიურად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ აღნიშნული მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. კერძოდ, მოხსენება ხაზს უსვამს, რომ საქართველომ მოახდინა დემოკრატიის კონსოლიდაცია, განამტკიცა კანონის უზენაესობა და გააძლიერა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ორგანიზებულ და კონკურენტულ გარემოში, სადაც დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები. ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ პრესის თავისუფლება გარანტირებულია არსებული სამართლებრივი ჩარჩოს საფუძველზე; დადებითად აფასებს სასამართლო სფეროში გატარებულ რეფორმები, რაც ხელს უწყობს სასამართლოს დამოუკიდებლობას, პროფესიონალიზმსა და ეფექტიანობას. ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოს მზაობას, ევროკავშირის საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, გაატაროს საჯარო მმართველობის რეფორმა და აღნიშნავს ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. საქართველომ წარმატებით შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ყველა ვალდებულება, რომლებიც მთელ რიგ რეფორმებს მოიცავდა; ამ კონტექსტში განსაკუთრებით ხაზგასმულია საზღვრის მართვა, რომელიც შესაბამისობაში მოდის ევროკავშირის საუკეთესო სტანდარტებთან. ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს სოფლის მეურნეობის, საგადასახადო სფეროს, მეწარმეობის ხელშეწყობის, ტურიზმის, ტრანსპორტის დარგებში; ხაზგასმულია საქართველოს მიერ ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულებაზე მიერთების შესახებ პროტოკოლის ხელმოწერის ფაქტი; უაღრესად პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს ხელისუფლების მიერ ჯანდაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები.

საქართველოს ხელისუფლება მზად არის, გააგრძელოს ის რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მაქსიმალურად დააახლოებს ევროკავშირთან. ამ თვალსაზრისით, მთავრობა ყურადღებით ეკიდება თითოეულ სფეროში გასატარებელ შემდგომ სამუშაოს, რომელზეც ანგარიშშია საუბარი, მათ შორის, გააგრძელებს ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების პროცესში მიღებული კანონების აღსრულებას და ხელს შეუწყობს დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ყველა ძირითადი ინსტიტუტის გამართულ და ეფექტიან ფუნქციონირებას. საქართველოში რეფორმების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის ფართომასშტაბიან მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური თუ ტექნიკური ინსტრუმენტების საშუალებით. ევროკავშირი და საქართველო მუშაობენ ასოცირების ახალი დღის წესრიგზე, რომლით განსაზღვრული პოლიტიკური პრიორიტეტები საფუძვლად დაედება საქართველოსთვის 2017-2020 წწ. გამიზნული დახმარების დაგეგმვას.

მოხსენება საუბრობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის პოზიტიურ გავლენაზე საქართველო-ევროკავშირს შორის ვაჭრობის ზრდაზე. ანგარიშის თანახმად, 2015 წელს საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტმა 16% შეადგინა. დოკუმენტის მიხედვით, გატარებული რეფორმების შედეგად, მთელ რეგიონში საქართველო გამოირჩევა საუკეთესო ბიზნესგარემოთი, რომელიც რეგიონში არსებული არასახარბიელო ფონის მიუხედავად, განაგრძობს გაუმჯობესებას. საქართველოში ძირითადად შენარჩუნებულ იქნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ქვეყნის ეკონომიკა საკმაოდ მდგრადი აღმოჩნდა და დადებითი ზრდაც კი დაფიქსირდა (+2,8% 2015 წელს).

მიღწეული პროგრესი მტკიცე საფუძველს ქმნის შემდგომი წარმატებებისთვის, რაც საქართველოსა და ევროკავშირის საერთო ინტერესშია. საქართველოს მთავრობა აგრძელებს ძალისხმევას, რომ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის სარგებელი სრულად გახდეს ხელმისაწვდომი მოსახლეობისათვის, _ აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი