უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 ოქტომბერი, 2022 14:46
font-size

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ ჩასასვლელებში დამატებითი „ტურნიკეტები“ მოეწყობა

მგზავრთა ნაკადების მატებასთან დაკავშირებით, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ ჩასასვლელებში ახალი, დამატებითი ავტომატური საკონტროლო გამშვები პუნქტები - ე.წ. ტურნიკეტები მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„პრობლემურია მეტროსადგურები „ვარკეთილი“ და „ახმეტელის თეატრი“, სადაც ჩასასვლელ-ამოსასვლელი ვერ ატარებს იმ მგზავრების ნაკადს, რომელიც მეტროპოლიტენს განსაკუთრებით პიკის საათებში იყენებს. ჩვენ ამ მიმართულებით დაწყებული გვაქვს მუშაობა, განსაზღვრულია პრობლემები და ვიცით, რა უნდა გაკეთდეს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. რასაც ვუყურებთ, მოკლევადიან პერსპეტივაში პრობლემაა ე.წ. ტურნიკეტები, რომელიც ვერ ატარებს პიკის საათში მგზავრთა გაზრდილ ნაკადს. აზიის განვითარების ბანკთან ერთად, ვმუშაობთ ასევე, რომ მოხდეს „ახმეტელის თეატრის“ მეორე ჩასასვლელის პროექტის დაფინანსება და განხორციელება. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა, მანამდე, მოკლევადიან პროცესში რაც გასაკეთებელია, ესაა თანამედროვე ავტომატური საკონტროლო გამშვები პუნქტების - ე.წ. ტურნიკეტების პროექტის განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრსა“ და „ვარკეთილში“ დღეს გვაქვს შვიდი გასასვლელი, ხოლო ახალი „ტურნიკეტების“ მოწყობის შემთხვევაში, გვექნება ცხრა გასასვლელი, რაც მგზავრთა გამტარუნარიანობას 30%-ით გაზრდის.

„თუ დღეის მდგომარეობით, თითოეულ სადგურს შეუძლია გაატაროს 6 300 მგზავრი საათში, ახალი „ტურნიკეტების“ დაყენების შემთხვევაში, შევძლებთ საათში 8 100 მგზავრამდე გავზარდოთ გამტარუნარიანობა. შესაბამისად, პიკის საათებში, ზემოთ დასახელებულ მეტროსადგურებში აღარ გვექნება ზედა ვესტიბიულში რიგები. ეს არის მოკლევადიან პერსპეტივაში პრობლემის მოგვარება. დაახლოებით, ხუთი-ექვსი თვე დასჭირდება ამ პროექტის განხორციელებას. მინდა, დავავალო შესაბამის სამსახურებს, რომ რაც შეიძლება მალე დავიწყოთ ამ პრობლემის მოგვარება, რათა ადამიანებს არ მოუწიოთ გარკვეული დროის განმავლობაში დაყოვნება აღნიშნული მეტროსადგურების ჩასასვლელებში“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, ორი დღის წინ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა გადაყვანის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - დღის განმავლობაში, მგზავრთა ჯამური გადაყვანის რაოდენობა მეტროსა და ავტობუსებში მილიონ ოცდათხუთმეტი ათასი იყო, რაც რეკორდული მაჩვენებელია, როგორც მეტროსთვის, ასევე ავტობუსებისთვის. მისივე განცხადებით, მეტროს შემთხვევაში, განხორციელდა 502 508 მგზავრობა, ავტობუსის შემთხვევაში - 532 076 მგზავრობა.

თბილისის მერმა ასევე იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც გასულ კვირას მეტროს პირველი ხაზიდან მეორე ხაზზე გადასასვლელ გვირაბში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარების მიზნით განხორციელდა.

„როგორც იცით, „სადგურის მოედანზე“ ჩვენი თანამშრომლებით დავიწყეთ ნაკადების მართვა, რაც წარმატებით მიმდინარეობს. მინდა, ჩვენს თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმის გაგრძელება, განსაკუთრებით, პიკის საათებში, როდესაც ამ სივრცეში ყველაზე მეტი ადამიანი გადაადგილდება. პროცესებს მთელი ერთი კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდით და დღეის მდგომარეობით, გადაადგილების პრობლემა არ შექმნილა. ნაკადების მართვას გავაგრძელებთ, როდესაც მგზავრთა დიდი რაოდენობა მოიყრის თავს „სადგურის მოედნის“ გადასასვლელ გვირაბში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი