უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 მაისი, 2017 16:20
font-size

საია-მ ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტზე საკუთარი მოსაზრებები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგინა

საია-მ ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტზე საკუთარი მოსაზრებები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგინა.

როგორც მედიანიუსს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან აცნობეს, საიას მოსაზრებები შეეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა პროფესიული საიდუმლოების განმარტება, შიდა მოხმარების დოკუმენტთა ჩამონათვალი, საჯარო ინფორმაციის წლიური ანგარიშების შინაარსი და მათი შემდგომი განხილვის პროცედურა, საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები, არაგონივრული საჯარო ინფორმაციის მარეგულირებელი მუხლის დახვეწა, საჯარო ინფორმციის განსაიდუმლოებისა და დასაიდუმლოების საფუძვლები, ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერის თანამდებობაზე არჩევის პროცედურა, პერსონალურ მონაცემთა დამუშავება, ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და აღსრულების ვადები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული სანქციების ოდენობა და სხვა საკითხები.

,,ამავდროულად აუცილებელია აღინიშნოს, ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტის პროგრესული ბუნება, რომელიც აერთიანებს ისეთ მნიშვნელოვან ინიციატივებს, როგორიცაა საჯარო დაწესებულებათა წრის გაფართოება, საჯარო ინტერესისა და ზიანის ტესტის შემოტანა, დიდი მოცულობის საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრა, ღია მონაცემების ერთიანი პორტალის შექმნის ვალდებულების დაწესება, ეფექტური უფლებამოსილებებით აღჭურვილი ინფორმაციის თავისუფლების კომისიონერის შექმნა, ინფორმაციის თავისუფლების სფეროში მოქმედი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განსაზღვრა და სხვა.

ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის განახლება უდაოდ წარმოადგენს დროულ და აუცილებელ საჭიროებას. სწორედ ამიტომ სამოქალაქო სექტორში არსებობს ძალიან მაღალი მოლოდინი, რომ აღნიშნული კანონპროექტი დროულად იქნება წარდგენილი საკანონმდებლო ორგანოში და პარლამენტი მხარს დაუჭერს მას. რაც მთავარია, იმედი გვაქვს, სრულად შენარჩუნდება ყველა ის გაუმჯობესება, რომელიც მისი ამჟამინდელი რედაქციის შემადგენილი ნაწილია’’, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 18:57

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ევროპის ერთ-ერ

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 12:27

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართეს.  პარტიის პრესსამს

პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:17

პირველად ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სი

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:14

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, ე.წ. ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით, მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ, იანვრის შემდე

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი

26 სექტემბერი, 2025 , 12:11

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილის გაცხადებით, აშშ

ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი

25 სექტემბერი, 2025 , 15:27

4 ოქტომბერს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოგეხსენებათ, ეს მნიშვნელოვანია და წესით, ყველა კეთილსინდისიერი უცხოელიც, რომელსაც ასე უყვარს ქართველი ხალხი და დღე-ღამე, როგორც ჩანს, ჩვენზე ფიქრობს და კომენტარებ