უახლესი ამბები
- 10.10.2025 14:42მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა
- 10.10.2025 14:18მოვუწოდებთ დაცვის მხარეს, წარმოადგინონ დაკავებულებზე კამპანიური ინფორმაციების დამადასტურებელი დოკუმენტები, რათა ვიმსჯელოთ აღკვეთის ღონისძიების ამა თუ იმ სახის მიზანშეწონილობაზე - პროკურატურა
არქივი
პოლიტიკა


სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშის მოსასმენად დეპუტატები არ მივიდნენ
სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ 2016 წლის ანგარიშის საკომიტეტო მოსმენა პარლამენტში ჩაიშალა, რადგან დარბაზში პარლამენტარები არ შევიდნენ.
დეპუტატები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სუს-ის ანგარიშს უსმენდნენ.
ომბუდსმენისთვის კი ამის შესახებ არაფერი უცნობებიათ.
დეპუტატების მოლოდინში უჩა ნანუაშვილმა ანგარიშის დეტალებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, 2016 წლის ანგარიშში სუს-ის მისამართით შენიშვნა-რეკომენდაციებიც აქვთ.
,,ანგარიშში საუბარია იმ საკანონმდებლო ხარვეზზე, რაც ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით არსებობს. მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შესრულებულა, რჩება რეალურ დროში მოსმენების რისკები. ანგარიშში ვსაუბრობ ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ოდეერების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს აკრძალულია, მსგავსი პრაქტიკა სავარაუდოდ არსებობდა. გვქონდა რეკომენდაცია, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნილიყო, რომელიც ამ საკითხს განიხილავდა"- განაცხადა ნანუაშვილმა.
მოგვიანებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განაცხადა, რომ ეს შეხვედრა 2 მაისისთვის გადაიდო. სოფო კილაძემ კომიტეტის სხდომის ჩაშლა სუს-ის ანგარიშის წარდგენაზე დეპუტატების დიდი ინტერესით ახსნა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
სახელმწიფოს დამამხობლები კიდევ ბედავენ, დედაქალაქის მცხოვრებლებს დისკომფორტი შეუქმნან, სახელმწიფო ამ საკითხს მეთოდურად უდგება - შალვა პაპუაშვილი
10 ოქტომბერი, 2025 , 14:49
„მეგობარი აქტის“ ავტორს 80 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა გააშავოს - კახა კალაძე
10 ოქტომბერი, 2025 , 14:38
ყველა ბოროტება, რაც ხდება ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში, არის გარედან თავსმოხვეული, „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების შემოქმედებაა - კახა კალაძე
10 ოქტომბერი, 2025 , 14:31

დღეს, საკანონმდებლო ორგანოს წინ, ექიმების საპროტესტო აქცია გაიმართება
10 ოქტომბერი, 2025 , 10:03

ირაკლი კობახიძეს მივმართავ: ერთ მშვენიერ დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კეთილს ნამდვილად ინებებს, მაგრამ არ ვიცი, ეს თქვენ კეთილებს რამდენად მოეწონება - ლელა ჯეჯელავა
9 ოქტომბერი, 2025 , 16:07

ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ არიან -კახა კალაძე
9 ოქტომბერი, 2025 , 14:21