უახლესი ამბები
- 14.11.2025 19:12მთავრობის გადაწყვეტილებით 2026 წლის პირველი იანვრიდან, სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცი იკრძალება
- 14.11.2025 17:19ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
- 14.11.2025 16:09მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
- 14.11.2025 16:00თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
- 14.11.2025 15:54საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
- 14.11.2025 15:4115-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
- 14.11.2025 15:27კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
- 14.11.2025 15:03საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
- 14.11.2025 14:42დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
- 14.11.2025 14:27ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
არქივი
სამართალი
სახალხო დამცველის აპარატი მირზა სუბელიანს, თანხმობის შემთხვევაში, საკუთარი უფლებების დაცვაში დაეხმარება
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავი 2-ის ეთერში გასულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომელიც გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი და რომელშიც სავარაუდოდ, პატიმარი მირზა სუბელიანი ფიგურირებს.
ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ აღნიშნული საუბრის ჩაწერით თავად მირზა სუბელიანის უფლებები დაირღვა.
ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი მირზა სუბელიანს, თანხმობის შემთხვევაში, საკუთარი უფლებების დაცვაში დაეხმარება.
„მისი უფლებები, ამ შემთხვევაში, არის დარღვეული იმიტომ, რომ რეალურად კონფიდენციალური საუბრის ჩაწერა მოხდა ამ შემთხვევაში და ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით მისი უფლებების დაცვაში, თუკი მას ექნება სურვილი, რომ მოგვაწოდოს დამატებითი რაიმე ინფორმაცია ამ გარემოებების შესახებ, თუნდაც ჩაწერასთან თუ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. ასევე, იქ არის ასევე საუბარი ისეთ ფაქტებზე, რაც მის წინააღმდეგ მეტყველებს ძალიან სერიოზულ დანაშაულებზე, ამიტომ, არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იქნება, რამდენად ექნება სურვილი მას ჩვენთან თანამშრომლობის,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ომბუდსმენის განმარტებით, ის ფაქტები, რაზეც მირზა სუბელიანი საუბრობს, ადამიანების გატაცება, უკანონო ბანდფორმირებების თარეში, არასრულწლოვნებზე ზეწოლა, სისტემური გადაცდომებია.
„ამ ჩანაწერებიდან, ალბათ, რაც ჩანს არის ის, რომ ის საუბრობს იმაზე, რომ ნამდვილად პროკურატურაში არის გარკვეული არაფორმალური გავლენები და ასევე ახსენებს გარკვეულ დაინტერესებებს და ჩართულობას კონკრეტული პირების კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების გარშემო. ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიება და რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით ახსენებს წამებას. ეს არის ის შემთხვევა, რაც ყველა სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ ნებისმიერი მსგავსი ინფორმაცია გამოიძიონ იმდაგვარად, რომ არანაირი კითხვის ნიშნები არ დარჩეს,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
საკვანძო სიტყვები:
მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 16:09
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია
14 ნოემბერი, 2025 , 12:29
20 ივნისის საქმეზე სასამართლომ გიორგი გახარია წინასწარ პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა
13 ნოემბერი, 2025 , 22:08
არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
13 ნოემბერი, 2025 , 19:51
ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიას პატიმრობა შეეფარდა
13 ნოემბერი, 2025 , 16:22
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 64 პირის მიმართ, ბრალდების დაზუსტების პროცედურა მიმდინარეობს - პროკურატურა
13 ნოემბერი, 2025 , 15:55

