უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 თებერვალი, 2017 14:20
font-size

სახალხო დამცველმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და 11 საჯარო სამართლის იურიდიულ პირსს საჯარო ინფორმაციის გაცემის რეკომენდაციით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მის 11 საჯარო სამართლის იურიდიულ პირს რეკომენდაციით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის“ (IDFI) საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა’’ სახალხო დამცველისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ 2016 წლის მარტში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან და მისი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან გამოითხოვა თანამდებობის პირების, საშტატო და შტატგარეშე თანამშრომლების შრომის ანაზღაურების, პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე, უწყებათა საშტატო ნუსხები და დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მივლინებებზე, შესყიდულ ქონებასა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯები და სხვა საჯარო ინფორმაცია; თუმცა, ყველა ამ უწყებამ მისი განცხადებები უპასუხოდ დატოვა.

,,საქმის შესწავლის ფარგლებში, გამოთხოვილი ინფორმაცია არც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ, სსიპ იუსტიციის სახლმა, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტომ, სსიპ საქართველოს ეროვნულმა არქივმა, სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრმა, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1734 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ხოლო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, სსიპ „სმართ ლოჯიქმა“, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ და სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრმა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მოაწოდეს არა მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია (განმარტება იმაზე, თუ რა იყო IDFI -ის მოთხოვნის უგულებელყოფის საფუძველი), არამედ IDFI-ის მიერ 2016 წლის მარტში მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები.

სახალხო დამცველის აპარატის შესწავლის შედეგების მიხედვით, ვინაიდან არ დადასტურდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების შესრულება, საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის (ინფორმაციის თავისუფლება) დარღვევა და ამ უწყებებს საჯარო ინფორმაციის გაცემის რეკომენდაციით მიმართა’’, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი