საზოგადოება


სახალხო დამცველმა ტერმინი „ციგანი“ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართ დისკრიმინაციის წამახალისებლად მიიჩნია
6 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა მედია საშუალება შპს „პირველს“, ვინაიდან მიიჩნია, რომ სიუჟეტში, ჟურნალისტის მიერ, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბოშა ბავშვების მიმართ გამოყენებული ტერმინი „ციგანი“ დისკრიმინაციის წამახალისებელია, აქვს ნეგატიური დატვირთვა და აძლიერებს ბოშა ბავშვების მიმართ არსებულ სტიგმას.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა მედია საშუალებას მიმართა, რომ ფეისბუქის გვერდიდან აიღოს აღნიშნული სიუჟეტი და მომავალში მასალის მომზადებისას არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, რომელიც დაუცველი ჯგუფის წარმომადგენელთა ღირსებას შელახავს და მათ მიმართ სტიგმის და სტერეოტიპული განწყობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
აღნიშნული საკითხით სახალხო დამცველს არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) მიმართა.
საკვანძო სიტყვები:
ტექნიკურ უნივერსიტეტში, ძველი ქართული ხელნაწერების კონსერვაციის მიზნით, სამმხრივ მემორანდუმს მოეწერა ხელი
5 დეკემბერი, 2019 , 18:44
მოსწავლეები CERN-ში მოღვაწე ცნობილ ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ
5 დეკემბერი, 2019 , 14:40

რეგიონებში ორგანიზებული ძალადობის ავტორი ლაშა ნაცვლიშვილია - 400 ათასი კონტრაქციებისათვის
5 დეკემბერი, 2019 , 13:10

Mastercard-ის დაუჯერებელი მოგზაურობის ისტორია
5 დეკემბერი, 2019 , 13:00

გიორგის სიცოცხლისთვის!
5 დეკემბერი, 2019 , 11:25

ვარკეთილის მეტროსადგურმა მუშაობა განაახლა
4 დეკემბერი, 2019 , 18:04