უკან

საზოგადოება

23 აგვისტო, 2019 17:50
font-size

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს და ევროკავშირის წარმომადგენელს ივონ გოგოლს შეხვდა.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე გიორგი გამეზარდაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნიკო თათულაშვილი.

სახელმწიფო ინსპექტორმა ევროკავშირის ელჩს პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და საგამოძიებო მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორმა შეხვედრაზე ისაუბრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონზე, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული კანონის მიღება შემოდგომაზე მოხდება, რის შემდეგაც საჭირო იქნება, კანონის იმპლემენტაციის მიზნით, საინფორმაციო კამპანიისა და სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა.

შეხვედრაზე ლონდა თოლორაიამ ხაზი გაუსვა არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვის საკითხს და აღნიშნა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით, 2019 წელს პრიორიტეტი არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვა იქნება.

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო მიმართულების ამოქმედების მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის მიერ სწორი ნაბიჯებია გადადგმული და ხაზი გაუსვა ამ დრომდე მიღწეულ პროგრესს.

ევროკავშირის ელჩმა სახელმწიფო ინსპექტორს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და რეფორმირების პროცესში დახმარება აღუთქვა.

ვაფრთხილებთ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც აშშ-ის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თემურ კუპატაძე

8 მაისი, 2024 , 17:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თემურ კუპატაძის განცხადებით, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენ

არა რუსულ კანონს! - 11 მაისს, 16:00 საათზე, თბილისში მშობლების მარში გაიმართება

8 მაისი, 2024 , 14:59

11 მაისს, 16:00 საათზე თბილისში რუსული კანონის გასაპროტესტებლად "მშობლების მარში" გაიმართება. აქციის ორგანიზატორები წერენ, რომ შეიკრიბებიან წერეთლის გამზირზე, "ექსპო ჯორჯიასთან", 19:00 საათზე კი მარშით შეუერთდე

საზოგადოებამ მორალურად უნდა შეაფასოს ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან, მათ შორის ფაშისტური ხასიათის კამპანიებში, როცა ადამიანებზე მიმდინარეობს მორალური ტერორი, ბულინგი - შალვა პაპუაშვილი

8 მაისი, 2024 , 14:53

საზოგადოებამ მორალურად უნდა შეაფასოს ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან, მათ შორის ფაშისტური ხასიათის კამპანიებში, როცა ადამიანებზე მიმდინარეობს მორალური ტერორი, ზეწოლა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის

ლიტერატურულ გამოცემა `არილი,` კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო, იხურება

8 მაისი, 2024 , 12:14

გამოცემა „არილი,“ კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო, იხურება. როგორც გამოცემის განცხადებაში წერია, ეს გადაწყვეტილება კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკის

სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 25 მსჯავრდებული შეიწყალა

3 მაისი, 2024 , 10:42

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თა

დღეს წითელი პარასკევია

3 მაისი, 2024 , 09:17

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი