უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 ივლისი, 2025 12:53
font-size

საყოფაცხოვრებო ნარჩენების ახალი პოლიგონის საპროექტო-სამშენებლო ტენდერის გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა

დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე ახლო მომავალში მასშტაბური პროექტების განხორციელება დაიწყება – გამოვლენილია საპროექტო და სამშენებლო ტენდერის გამარჯვებული კომპანია და შესაბამის ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერება. ამის შესახებ დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ამის თაობაზე მოსახლეობასთან არაერთი შეხვედრა გაიმართა.

„პროექტი მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის თვალსაზრისით და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის. ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელსაც შექმნილი აქვს საინიციატივო ჯგუფი, არაერთი შეხვედრა გავმართეთ. მათ მივეცი პირობა, რომ იქ არსებული მდგომარეობა მოწესრიგდებოდა. აღნიშნულ ნაგავსაყრელზე მთელი რიგი პრობლემები არსებობს. ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ დაწყებული გვაქვს ახალი არეალის მოძიება, სადაც შესაძლებელი იქნება ნაგავსაყრელის გადატანა. ამაში ჩართულია შესაბამისი კომპანიები, რათა ქალაქიდან მოშორებით განხორციელდეს ახალი პროექტი. რა თქმა უნდა, არსებული ნაგავსაყრელის იმ პირობებში დატოვება, რა პირობებშიც ის დღეს არის, წარმოუდგენელი და ძალიან მძიმეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობა აღნიშნულ პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) თანამშრომლობით განახორციელებს.

„აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), რადგან უცხოელი ექსპერტების ჩართულობის გარეშე, რთულია ამ ტიპის სამუშაოების ჩატარება. ჩვენ ამ მიმართულებით არ გვყავს ძლიერი სპეციალისტები. პროექტის ღირებულება 6,5 მლნ ევროს შეადგენს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მას ასევე აღნიშნა, რომ სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დაკვეთით, შპს „გუმბათი ჰოლდინგი“ შეასრულებს.

„კონტრაქტორი კომპანია პროექტის მომზადებას ხვალიდან დაიწყებს. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ, ლილოს პოლიგონზე ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი პრობლემა მოგვარდება და შემცირდება ის აუტანელი სუნი, რაც წლების განმავლობაში აწუხებს მოსახლეობას. ნაგავსაყრელი ეტაპობრივად გაიწმინდება წლების განმავლობაში დაგროვებული ნაჟური წყლებისგან, ახალი განთავსებული ნარჩენებისგან წარმოქმნილი სითხე ავტომატურად გაიფილტრება და ის პრობლემა, რაც სუნს უკავშირდებოდა, მთლიანად მოიხსნება. აღნიშნული კომპანია, „გუმბათი ჰოლდინგი“ მაქვს მხედველობაში, ბერძნულ საპროექტო და გერმანულ მწარმოებელ კომპანიებთან ერთად იმუშავებს. პროექტირებისა და სამუშაოების განხორციელების ვადა 12 თვეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, შესაბამისი ტენდერი EBRD-მა საერთაშორისო წესებისა და პირობების დაცვით ჩაატარა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

4 ოქტომბერი, 2025 , 08:33

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობისა და ქრისტიანული ღირებულებების მხარდამჭერი და ემიჯნება "რადიკალურ მოწოდებებსა და ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება

საქართველოს ბანკში ევროპულ და ქართულ ბარათებს შორის მომენტალური გადარიცხვა უკვე ხელმისაწვდომია

3 ოქტომბერი, 2025 , 18:27

საქართველოს ბანკი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს, ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მობილბანკის 8.8.0 ვერსიაში სხვა ბანკიდან მომენტალური გადარიცხვის  განახლებული ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია

გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით, გუდაური ლოჯმა $10 მილიონის სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა

3 ოქტომბერი, 2025 , 16:18

შპს „გუდაური ლოჯმა“ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სადებიუტო ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. ეს ნაბიჯი კომპანიის ფინანსური განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს წარმო

სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 4.8 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

3 ოქტომბერი, 2025 , 12:53

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნ

SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით, Oscar and the Wolf-ის ღონისძიება გაიმართება

3 ოქტომბერი, 2025 , 12:23

10 ოქტომბერს, 23:00 საათზე, SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით და Flitz Collective-ის ორგანიზებით, რესპუბლიკა ივენთ ჰოლში მუსიკალური პროექტი Oscar and the Wolf-ი გაიმართება. Oscar and the Wolf ეს არის Max Colombie-ს პრო

სარგებელი თქვენი ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია დაიწყო

2 ოქტომბერი, 2025 , 16:42

საქართველოს ბანკი მომხმარებელთა წახალისებასა და ციფრული სერვისების განვითარებას განაგრძობს. ამ მიზნით, იწყება ახალი კამპანია, რომლის ფარგლებში ბიზნეს მომხმარებლებს დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობა აქვთ. კამპანიი