უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

16 თებერვალი, 2017 12:50
font-size

საკონსტიტუციო კომისია საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე მსჯელობს

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე სახელმწიფო კომისია საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლის მოდელზე მსჯელობს.

როგორც კომისიის წევრების შეხვედრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა მედიას განუცხადა, თუ კომისიის წევრები შეჯერდებიან იმაზე, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა უნდა გახდეს, პრეზიდენტის არჩევის წესიც გადაიხედება.

„ვთანმხდებით, რომ ეს წესი, ეს ფორმატი უნდა იყოს საპარლამენტო. თუმცა, მუშაობის პროცესში ეს საკითხი დინამიკაში ვითარდება და ახლა საბოლოო გადაწტყვეტილება არ არის. თუმცა, ყველა გამოკვეთილი მიმართულება, საპარლამენტო რესპუბლიკისკენ მიდის, ცხადია“,-აღნიშნა მათიკაშვილმა.

კითხვაზე, საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა გულისხმობს, თუ არა რომ პრეზიდენტს ხალხი არ უნდა ირჩევდეს, დეპუტატი პასუხობს, რომ ეს ამას „ერთმნიშვნელოვნად არ გულისხმობს“.

„არა, საპარლამენტო რესპუბლიკა მაგას ცხადია ერთმნიშნელოვნად არ გულისხმობს. თუმცა ჩვენ ვიღებთ საუკეთესო პრაქტიკას, გამოცდილებას და იმ კონკრეტულ ვითარებას, რომელიც არსებობს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. მათგან უმეტესობაში სწორედ არაპირდაპირი წესით ხდება არჩევა“,-აღნიშნა დეპუტატმა.

მონიკა დავლიანიძე

„ლილო მოლის“ ბაზრობაზე მომხდარი შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა

2 მაისი, 2024 , 16:03

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე მომხდარი შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართ

30 აპრილსა და 1-ელ მაისს პარლამენტთან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს - სპეციალური საგამოძიებო სამსახური

1 მაისი, 2024 , 11:00

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 30 აპრილსა და 1-ელ მაისს პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინა

გუშინდელ აქციაზე ექვსი სამართალდამცველი დაშავდა, დაკავებულია 63 პირი - შსს

1 მაისი, 2024 , 10:18

პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ცნობით, აღნიშნული პირები

ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26 აპრილი, 2024 , 18:19

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი