არქივი
კომენტარი
საკონსტიტუციო რეფორმით დადასტურდა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული არაფერი არ იყო - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმით დადასტურდა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული არაფერი არ იყო.
როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კონსულტაციები და კონსენსუსი პოლიტიკურ პარტიებს შორის უნდა შედგეს.
"ამ ფორმატში შეგიძლია კონსულტაციები გავმართოთ პოლიტიკურ პარტიებთან. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს, რაიმე მიმართულია პრეზიდენტის წინააღმდეგ და კონკრეტულად საკონსტიტუციო რეფორმა, ჩვენ კონკრეტული ფაქტებით და არგუმენტებით დავამტკიცეთ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ არაფერი არ იყო მიმართული. საუბარი იყო საპრეზიდენტო არჩევნებზეც და თავიდანვე განვაცხადეთ და საბოლოო ჯამში, კონსტიტუციურ პროექტში ავსახეთ, რომ მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესი რჩება. რაც შეეხება სტატუსს და კომპეტენციებს, აქ ცვლილება არ გვაქვს - სტატუსიც იგივე რჩება, კომპეტენციებიც არსებითად იგივეა. შესაბამისად, საკონსტიტუციო რეფორმით დადასტურდა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული არაფერი არ იყო. საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი მიზანი და ამოცანა, დახვეწილი საპარლამენტო მმართველობა იყო", - განაცხადა კობახიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი
18 ნოემბერი, 2025 , 15:42
ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 13:58
პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი
13 ნოემბერი, 2025 , 15:26
სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა
13 ნოემბერი, 2025 , 14:56
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
12 ნოემბერი, 2025 , 14:52
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე
12 ნოემბერი, 2025 , 13:31

