უახლესი ამბები
- 22.10.2025 11:15ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
- 22.10.2025 11:06შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა
- 22.10.2025 10:4022 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
- 22.10.2025 08:00დღის კალენდარი - 22 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა

საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს არავითარი რესურსი არ ექნებათ, რომ განაგრძონ საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძე
საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, გაუქმდება პარტიების რეგისტრაცია, ვერ შეიქმნება ე.წ. მემკვიდრე პარტიები, შესაბამისად, მათ საბოლოო ჯამში არავითარი რესურსი არ ექნებათ, რომ განაგრძონ საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია მთლიანად რჩება პლატფორმის გარეშე, ასეთ პირობებში, სრულიად არაჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი ჩანაცვლდება ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრით.
„არჩევნებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, გაუქმდება პარტიების რეგისტრაცია, ვერ შეიქმნება ე.წ. მემკვიდრე პარტიები, ანუ გვერდის ავლაც ვერ მოხდება. ეს არის, რასაც უზრუნველყოფს კანონმდებლობა. შესაბამისად, მათ საბოლოო ჯამში არავითარი რესურსი არ ექნებათ, რომ განაგრძონ საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ.
მათ დაკარგეს მთლიანად ქუჩის პლატფორმა, რადგან მხარდაჭერა არ აქვთ, ვერაფერს აკეთებენ, დაკარგეს თავისივე ნებით საპარლამენტო პლატფორმა და უკვე საკრებულოებშიც აღარ აქვთ არავითარი პლატფორმა. ერთადერთი პლატფორმა დარჩათ, რომ ჩაიყვანენ ხოლმე ხან ბრიუსელში, ხან ბერლინში და ხან სხვა დედაქალაქში, იქიდან რაღაცებს ლაპარაკობენ, საერთოდ არ აინტერესებს ეს ქართველ ხალხს. ბრიუსელიდან ნალაპარაკევი, საერთოდ არავის აინტერესებს. ამიტომ მთლიანად რჩებიან პლატფორმის გარეშე. ასეთ პირობებში ვფიქრობ, რომ ეს სრულიად არაჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი ჩანაცვლდება ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრით. ეს უნდა იყოს მთავარი ამოცანა, რომ დემოკრატიული სისტემა გაჯანსაღდეს, შეიქმნას ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა, რაც არ აქვს ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12