უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 ივნისი, 2017 18:50
font-size

საკონსტიტუციო სასამართლო ე.წ. ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით ომბუდსმენის სარჩელს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ სახალხო დამცველის საჩივრის განხილვა დაიწყო. ომბუდსმენი მოითხოვს, რომ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდეს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის დადგენის წესის, ე.წ. ნარკოტესტირების პროცედურების განმსაზღვრელი საკანონმდებლო რეგულაციები.

სახალხო დამცველის წარმომადგენლის, მიხეილ შარაშიძის განცხადებით, ნარკოტესტირება პრობლემური პროცედურაა, რომელიც ბუნდოვან განსაზღვრებებს ეფუძნება.

„არსებობს სამი პირობა, რომელიც 2015 წელს განისაზღვრა: როდესაც ე.წ საპოლიციო რეიდები ტარდება და პირი უარს აცხადებს დაემორჩილოს პოლიციელის მოთხოვნას. ამავე დროს, პოლიციელს აქვს იმის ეჭვი, რომ შეიძლება პირი ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყოს, ან მას ნარკოტიკული ნივთიერება მოხმარებული ჰქონდეს. მესამე პრინციპის მიხედვით, როდესაც 112-ის საშუალებით შესულია შეტყობინება, რომ პირმა ნარკოტიკული საშუალება მოიხმარა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამივე მიდგომა არაკონსტიტუციურია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ პირობებს აქვს ადგილი, არ შეიძლება საფუძველი გახდეს იმისა, რომ პირს 12 საათის განმავლობაში თავისუფლების აღკვეთა შეეზღუდოს. მიგვაჩნია, რომ ეს სერიოზული პრობლემური პროცედურაა“, - განაცხადა შარაშიძემ.

ანა მებურიშვილი

მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 18:57

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ევროპის ერთ-ერ

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 12:27

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართეს.  პარტიის პრესსამს

პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:17

პირველად ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სი

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:14

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, ე.წ. ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით, მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ, იანვრის შემდე

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი

26 სექტემბერი, 2025 , 12:11

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილის გაცხადებით, აშშ

ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი

25 სექტემბერი, 2025 , 15:27

4 ოქტომბერს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოგეხსენებათ, ეს მნიშვნელოვანია და წესით, ყველა კეთილსინდისიერი უცხოელიც, რომელსაც ასე უყვარს ქართველი ხალხი და დღე-ღამე, როგორც ჩანს, ჩვენზე ფიქრობს და კომენტარებ