უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 აპრილი, 2017 12:10
font-size

საკონსტიტუციო სასამართლომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი სტანდარტი დააწესა - IDFA

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 27 მარტს დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ და არაკონსტიტუციურად ცნო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში წარდგენილი პროექტების შემფასებელ დამოუკიდებელ ექსპერტთა ვინაობის კონფიდენციალურობა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ინფორმაციის თავისუფლებასთან მიმართებით.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, მოპასუხე მხარე, საქართველოს მთავრობა, სასამართლო განხილვაზე მიუთითებდა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. მთავრობის განმარტებით, შემფასებელი ექსპერტების ვინაობის კონფიდენციალურობა აუცილებელი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპერტები უარს აცხადებდნენ ამ საქმიანობაში მონაწილეობაზე, ეს კი საფრთხეს შეუქმნიდა სამეცნიერო ფონდის საქმიანობას.

,,მთავრობის დადგენილების თანახმად, ეროვნული სამეცნიერო ფონდი დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასების საფუძველზე გასცემს გრანტებს კონკურსში გამარჯვებულ პირებზე. შესაბამისად, სამეცნიერო გრანტების მიღებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენად ობიექტურად მოხდება წარდგენილი განაცხადების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ. სამეცნიერო ფონდი არის სახელმწიფოს მიერ შექმნილი და მისი დაფინანსებით მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. შესაბამისად, ექსპერტის საქმიანობის საჯარო ბუნებიდან გამომდინარე, მისი ვინაობა ვერ მიიჩნევა პირის კერძო საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციად. ამგვარად, სასამართლოს შეფასებით, დამოუკიდებელი ექსპერტის ვინაობა წარმოადგენს საჯარო (სახელმწიფო) დაწესებულებაში არსებულ საჯარო ინფორმაციას.

გადაწყვეტილების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირები მიუთითებენ, რომ ექსპერტების ვინაობის გამხელა გაზრდის ნეპოტიზმის ან ექსპერტზე რევანშისა და შურისძიების რისკებს. ისინი ასევე გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მომავალში ექსპერტების ნაწილი უარს იტყვის სარეცენზიო საქმიანობაზე და მოერიდება კრიტიკული რეცენზიების დაწერას, რაც გაართულებს სამეცნიერო ფონდის საქმიანობას.

ეჭვგარეშეა, რომ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობას და საჯაროობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი შესაძლებლობა, აკონტროლონ, რამდენად მიზნობრივად და სამართლიანად ხდება სახელმწიფო ორგანოების მხრიდან საბიუჯეტო ფინანსების განკარგვა. ამ მიზნის მისაღწევად, მნიშვნელოვანია არა მარტო მიღებული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა, არამედ გადაწყვეტილების მიღების პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობაც. ამ ზოგადი პრინციპიდან გადახვევისას სახელმწიფოს მოეთხოვება შეზღუდვის გამართლება და დასაბუთება.

იმისთვის, რომ განაცხადის ავტორს არ გაუჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი პროცესის არაობიექტურობასთან დაკავშირებით, რიგ შემთხვევაში, გადამწყვეტი შეიძლება იყოს ექსპერტის ვინაობის ცოდნა, რათა გამოირიცხოს განაცხადის შეფასება სუბიექტურად მიკერძოებული პირის მიერ. ექსპერტის ვინაობის საჯაროობა შესაძლებელია ასევე ხელს უწყობდეს თვითონ ექსპერტის მიერ თავისი საქმიანობის მეტი პასუხისმგებლობით განხორციელებას. შესაბამისად, გაუმართლებელია იმის დაშვება, რომ საჯაროობის შემდეგ ექსპერტები ავტომატურად მოექცევიან გარკვეული გავლენების ქვეშ და ამ კუთხით საჯაროობას მხოლოდ უარყოფით ეფექტი ექნება’’, - აცხადებენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში.

მათივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებზე საჯარო ინფორმაციის მაღალ სტანდარტს აწესებს, რაც მნიშვნელოვანია საჯარო დაწესებულებების საქმიანობის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად.

,,ზემოაღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საჯაროობის კუთხით პრაქტიკაში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩვენს ორგანიზაციას პრობლემა შექმნია, მიეღო ინფორმაცია საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების შესახებ. მაგალითად, 2015 წელს ზოგიერთმა საჯარო დაწესებულებამ არ გასცა ინფორმაცია მასთან დასაქმებული სხვადასხვა თანამდებობის პირის მრჩევლების შესახებ. უარი ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ მრჩეველი არ წარმოადგენს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ „თანამდებობის პირს“, რომლის მიმართაც კანონი საჯაროობის მაღალ გარანტიებს ადგენს. სხვა თანამშრომლების შესახებ ინფორმაციის გაცემისთვის კი, აუცილებელი იყო თავად ამ პირების თანხმობა.

აღსანიშნავია, რომ საჯარო ფუნქციის განხორციელებასთან დაკავშირებით საჯაროობის მაღალი სტანდარტი იქნა დადგენილი საქართველოს უზენაესმა სასამართლოს მიერაც. 2016 წლის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (№ბს-425-418(კ-15) სასამართლოს მიუთითა, რომ შეუძლებელია პირის საჯარო სამსახურში მუშაობის შესახებ ინფორმაცია განხილულ იქნეს, როგორც კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია. იმისათვის, რომ ინფორმაცია ჩაითვალოს კერძო საკითხებთან დაკავშირებულად, პირს უნდა გააჩნდეს მისი დაცვის გონივრული მოლოდინი. საჯარო სამსახურში მუშაობის ფაქტი კი ვერ ჩაითვლება პირის პირად სფეროს მიკუთვნებულ ინფორმაციად, რომლის გასაიდუმლოების ვარაუდიც პირს შეიძლება გააჩნდეს.

მიგვაჩნია, რომ საბიუჯეტო ხარჯვების მიზნობრიობის და საჯარო დაწესებულების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, უმნიშვნელოვანესია ბიუჯეტიდან დაფინანსებული საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოების და მათში დასაქმებული პირების შესახებ ინფორმაცია ექვემდებარებოდეს საჯაროობის მაქსიმალურად მაღალ ხარისხს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უზრუნველყონ იმგვარი რეგულირებების და პრაქტიკის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებებზე მაქსიმალურად ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას’’, - აცხადებენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი