უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

14 დეკემბერი, 2021 13:31
font-size

ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე: დამნაშავე იჯდება ციხეში, მოუწევს მას თავის სასჯელის მოხდა

თან საუბრობს შერიგებაზე და თან იმუქრება რევოლუციით. დამნაშავე იმუქრება რევოლუციით, დამნაშავე იჯდება ციხეში, მოუწევს მას თავის სასჯელის მოხდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

"ნაცმოძრაობას" არავითარი შანსი რევოლუციის და არჩევნების მოგების ამ ქვეყანაში არ აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო - მის უკან არ დგას ხალხი.

ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ შერიგებაზე განცხადება იყო ძალიან მარტივად გაშიფვრადი ტაქტიკური ნაბიჯი მისი მხრიდან, რომელიც ძალიან მარტივად გაიშიფრა და ეს ყველაფერი დაადასტურა კიდევ ერთხელ იმ განცხადებამ, რომელიც 21 დეკემბრის აქციას ან ზოგადად აქციებს უკავშირდება. მათი რეალური ბუნება ვერ შეიცვლება. მათი ბუნება არის ის, რომ მუდმივად არიან მიდრეკილი დესტრუქციისკენ, ქვეყნის, სახელმწიფოს საწინააღმდეგო მოქმედებებისკენ, ამას ისინი ვერ მოიშლიან, აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან შერიგებაზე თუ დეესკალაციაზე საუბარი არის აბსოლუტური ფარსი და ბუნებრივია, ამ ფარსს ვერ გავყვებით. ჩვენ გავყვებით იმ მოცემულობას რაც არის სინამდვილე, სინამდვილე არის, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა", - განაცხადა კობახიძემ.

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ოლიგარქისგან არ უნდა ელოდონ მოწყალებას და "ისინი უნდა ითხოვდნენ შენდობას და ამნისტიას ქართველი ხალხისგან". სააკაშვილის თქმით, მარტო სატელევიზიო და ფაცებოოკ კომენტარებით მიზანს ვერ მიაღწევენ და თავდადებისა და წინააღმდეგობის კერების გარეშე არაფერი გამოვა.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი