უკან

საზოგადოება

4 აპრილი, 2020 16:00
font-size

სამწუხარო ფაქტი მოხდა, რასაც ყველა განვიცდით - ეკატერინე ტიკარაძე

ინფიცირებულის გადარჩენის მცდელობის მიუხედავად, სამწუხარო ფაქტი მოხდა, რასაც ყველა განვიცდით, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის შესახებ საუბრისას.

მან სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

„მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს. სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა დღეს. ეს გახლდათ ქალბატონი, რომელსაც აღენიშნებოდა მრავლობითი ქრონიკული დაავადებები და „კოვიდ“ ინფექციის ფონზე მას განუვითარდა ორმხრივი პნევმონია. აქედან გამომდინარე, ჩვენი ექიმების მცდელობაც, რა თქმა უნდა, აღმოჩნდა წარუმატებელი, რაც ძალიან სამწუხაროა და ჩვენ ყველანი ამას განვიცდით. ეს ქალბატონი გახლავთ ცნობილი კლასტერიდან და ჩვენ ვაგრძელებთ დამატებით მოკვლევას იმისათვის, რომ გვქონდეს დეტალური ინფორმაცია, კონკრეტულად ამ კლასტერში არიან თუ არა კიდევ დამატებით ინფიცირებულები.

დღეის მდგომარეობით, გვყავს 157 ინფიცირებული. აქედან 28 არის გამოჯანმრთელებული და არის ერთი გარდაცვალება“, -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა გაამხნევა ექიმები, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვიან.

„წარმატებები მინდა, ვუსურვო ქართველ ექიმებს ამ ბრძოლაში და მინდა, გავამხნევო ისინი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ რთულ ბრძოლაში ისინი მიაღწევენ იმ შედეგებს, რა შედეგებზეც ვართ ჩვენ ორიენტირებული,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი