უახლესი ამბები
- 06.02.2026 12:33სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, დაკავებულია 39 პირი -შსს
- 06.02.2026 11:53ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პირდაპირ, თავხედურად აღიარა, რომ წარმოდგენას ავტორის პოლიტიკური პოზიციის გამო კრძალავს.. და იცით რატომ გააკეთა? - გოგი გვახარია
- 06.02.2026 11:39ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
- 06.02.2026 07:59დღის კალენდარი - 6 თებერვალი
არქივი
პოლიტიკა
სამწუხაროა, როდესაც კონკრკეტული ადამიანები სრულიად შეგნებულად ცდილობენ ქვეყანაში უარყოფითი მოლოდინების შექმნას, ნიჰილიზმის დათესვას, ეს არის დაკვეთა, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტები ასრულებენ, საბედნიეროდ, მათი არც პროგნოზები სრულდება და არც გეგმები ხორციელდება - ირაკლი კობახიძე
გახსოვთ, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები წინასწარმეტყველებდნენ საქართველოში ეკონომიკურ კრიზისს და ცდილობდნენ, ასეთი აღქმაც შეექმნათ საზოგადოებაში, რომ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისკენ წავიდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„მინდა, გავიხსენო მათი ერთ-ერთი წარმომადგენლის კომენტარი, რომელიც 17 იანვარს აცხადებდა, რომ სამ თვეში, დოლართან მიმართებით კურსი იქნებოდა 3.1-ის მიდამოებში. გავიდა სამი თვე, ცოტა მეტიც და 2.75-ის ფარგლებშია ლარის კურსი, მადლობა ღმერთს. ეკონომიკის ორპროცენტიანი კლება იყო ნაწინასწარმეტყველევი კონკრეტული ყოფილი პოლიტიკოსის და აწ უკვე ექსპერტის მხრიდან. როგორც უკვე ითქვა, პირველ კვარტალში გვაქვს 9.3% ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია 6% და მეტი, ასეთი იყო პროგნოზი. ინფლაციაც არის ოპტიმალური ზღვრის ფარგლებში. ასევე საუბარი იყო, რომ ვერ შესრულდებოდა საგადასახადო შემოსავლების გეგმა და როგორც ხედავთ, ეს გეგმა პირველ კვარტალში 120 მილიონ ლარზე მეტი გადაჭარბებით შესრულდა“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ კონკრეტული ადამიანები სრულიად შეგნებულად ცდილობენ ქვეყანაში უარყოფითი მოლოდინების შექმნას, ნიჰილიზმის დათესვას.
„ამას აქვს კონკრეტული პოლიტიკური მიზეზები. ეს არის დაკვეთა, რომელსაც კონკრეტული ადამიანები, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ასრულებენ. საბედნიეროდ, მათი არც პროგნოზები სრულდება და მათი არც გეგმები ხორციელდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გავამართლოთ არა ასეთი ადამიანების, არამედ ჩვენი საზოგადოების მოლოდინები. ჩვენი საზოგადოების ინტერესებშია, ეკონომიკა რაც შეიძლება სწრაფად გაიზარდოს, შეიქმნას დამატებით ახალი სამუშაო ადგილები, გაიზარდოს დასაქმებულების შრომის ანაზღაურება, გვქონდეს ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი დონე. ყველა მიმართულებით, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა გაგრძელდეს ეკონომიკური ზრდის პროგრესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ
6 თებერვალი, 2026 , 12:09
ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
6 თებერვალი, 2026 , 11:39
ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციურ წესრიგს, ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე
6 თებერვალი, 2026 , 08:29
„ქართული ოცნება“ მანიპულირებს და ფაქტების დამახინჯებით ცდილობს, გერმანული შემთხვევა საქართველოს კონტექსტს მოარგოს - ვახუშტი მენაბდე
4 თებერვალი, 2026 , 18:45
საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
4 თებერვალი, 2026 , 17:26
ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა
4 თებერვალი, 2026 , 16:59


