უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 მარტი, 2018 15:45
font-size

სანდრო ბრეგაძეს კლინიკის დატოვების შემდეგ დააკავებენ -ადვოკატი

„ქართული მარშის“ წევრს სანდრო ბრეგაძეს კლინიკის დატოვების შემდეგ დააკავებენ. ამის შესახებ “ქართული მარშის” დაკავებული წევრების ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, ღუდუშაურის საავადმყოფოში ბრეგაძის კაბინეტთან დაცვაა მობილიზებული.მისივე თქმით, ბრეგაძე გუშინ იმის გამო ვერ დააკავეს, რომ ის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვისას შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს.

ჯავახიშვილი ბრეგაძის სასტიკ წამებაზე საუბრობს, თუმცა ღუდუშაურის კლინიკის ექიმი ბრეგაძის წამების ფაქტს გამორიცხავს და ამბობს, რომ მას არანაირი ფიზიკური და შინაგანი დაზიანებები არ აღმოაჩნდა.

ცირა ჯავახიშვილი თქმით, “ქართული მარშის“ წევრები გამოკითხვის მოტივით დაიბარეს პოლიციაში და მოულოდნელად დააკავეს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა, შემდგომ კი მათი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, რაც, მისი მოსაზრებით, კანონდარღვევაა.

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა მარშმა" 19 მარტს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები გიორგი გაბუნიას მიერ 17 მარტს ეთერში გასულ ხუმრობას აპროტესტებდნენ. მათ ტელეკომპანიის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე დააზიანეს მანქანა, რომლითაც ჟურნალისტი გიორგი გაბუნია გადაადგილდებოდა.

შსს-მ „რუსთავი 2“-თან მომხდარი ფაქტის გამო „ქართული მარშის“ 5 წევრი: მ.ა. ვ.ს. ი.დ. გ.ო. და ლ. ნ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დააკავა, რაც გულისხმობს ხულიგნობას, ჩადენილს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 5 წლამდე.

20 მარტს შსს-მ ინციდენტის გამო „ქართული მარშის“ წევრი ლადო სადღობელაშვილიც დააკავა.

პროკურატურის განცხადებით, ჯერჯერობით ხუთი დაკავებულისთვის ბრალის წარდგენა არ იგეგმება, თუმცა არ არის გამორიხული, რომ ეს საგამოძიებო ღინისძიება დღის ბოლომდე ჩატარდეს.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მათი განცხადებით, რუსთავი 2-ის ჟურნალიტებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება კიდევ ორი მუხლით მიმდინარეობს, ეს არის ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზინება დ არ არის გამორიცხული დაკავებულ ხუთ პირს ბრალი ამ მუხლებითაც დაუმძიმდეთ.

რაც შეეხება ლადო სადღობელაშვილისა და კიდევ 4 დაკავებულის საკითხს, ადვოკატის თქმით, მათ ბრალი ოფიციალურად, სავარაუდოდ, ხვალ წარედგინებათ.

ცირა გურგენიძე

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი