უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 აპრილი, 2024 17:33
font-size

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით.

რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირების განხილვასა და საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გადახედვას.

რეზოლუციის მიღებით ევროპარლამენტი ითხოვს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამდე ვიდრე ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია.

ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან ერთად, დაყენებულია პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი. ევროდეპუტატები ევროკომისიისგან მოითხოვენ, გადაიხედოს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პირობები.

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა შესწორებებს:

1.ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორებს მოუწოდებს, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც „კიდევ ერთხელ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთისკენ გადახრის სასარგებლოდ“ და „რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს“;

2.ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს „აგენტების კანონის“ გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“.

3.მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს საკონსტიტუციო ცვლილებების სახით ინიციირებული პროექტი, რომელიც „ზღუდავს ლგბტიქ უფლებებს და არის თავდასხმა არა მხოლოდ ლგბტიქ თემზე, არამედ - სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე“.

4.მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული საფუძვლით და მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა“.

პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა

3 მაისი, 2024 , 11:02

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, 3-4 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენ

რუს ოლიგარქს საპოლიციო ძალა აღარ ჰყოფნის და კრიმინალების გამოყენებით ცდილობს მოკლას ჩვენი ევროპული პერსპექტივა - `გირჩი მეტი თავისუფლება` და `დროა`

3 მაისი, 2024 , 10:57

ოცნების დაქირავებული კრიმინალური, მოძალადე ჯგუფები სახლებისკენ მიმავალ აქციის მონაწილეებს თავს ესხმიან - ასე ეხმაურებიან პარტიები "გირჩი მეტი თავისუფლება" და "დროა" გუშინ, რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამართულ აქ

პრემიერი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე დროებით შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა, დათქმით ვიზიტი არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას - საგარეო უწყება

3 მაისი, 2024 , 10:38

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა, – ამის შესახებ ს

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა საქართველო დააყენეს საეჭვო ტრაექტორიაზე, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას - მეთიუ მილერი

3 მაისი, 2024 , 10:29

ღრმად ვართ შეშფოთებული ვართ კანონმდებლობით, რომელიც ამჟამად მუშავდება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობი

ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს მთავრობის ქმედებებზე და ქვეყნის მიმართულებაზე - ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფი

2 მაისი, 2024 , 18:19

ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს მთავრობის ქმედებებზე და ქვეყნის მიმართულებაზე, რომელიც სულ უფრო და უფრო კრემლის მსგავს პოზიციას იკავებს, - ამის შესახებ განცხადებას ევროპარლამენტის „ევროპული კონსერვატორ

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არსებული სახით მიუღებელია და შექმნის ძალიან სერიოზულ დაბრკოლებებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე - ხერტ იან კოოპმანი

2 მაისი, 2024 , 17:36

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც მეორე მოსმენით მიიღეს, არსებული სახით მიუღებელია და შექმნის ძალიან სერიოზულ დაბრკოლებებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ სამეზობლოსა და გაფართოე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი