პოლიტიკა


საპარლამენტო უმცირესობა ”გაზპრომის” საკითხზე კახა კალაძეს პარლამენტში იბარებს
საპარლამენტო უმცირესობა ”გაზპრომის” საკითხზე ენერგეტიკის მინისტრ, კახა კალაძეს პარლამენტში იბარებს.
როგორც დეპუტატმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეთანხმება ენერგეტიკის მინისტრის უმცირესობის ფორმატში მოსმენის საკითხზე ფრაქციის დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული.
"ჩვენ ვიმსჯელეთ, რომ უმცირესობის ფორმატით ვითხოვოთ შეხვედრა ენერგეტიკის მინისტრთან „გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და ამას ალბათ უახლოეს პერიოდში ვაცნობებთ მთავრობას", - განაცხადა გიგი წერეთელმა.
ცნობისათვის: ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა. ხელშეკრულება ორწლიანია. პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომ გაგრძელდება ფულადი ანგარიშსწორება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25