უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 თებერვალი, 2017 15:30
font-size

საპატრიარქოში გარკვეულ ჯგუფებს შორის მიმდინარეობს ბრძოლა ქონების კონტროლისთვის - მამუკა არეშიძე

ექსპერტი მამუკა არეშიძე საპატრიარქოს ამბებს გამოეხმაურა. არეშიძის განცხადებით, მიმდინარე მოვლენები საპატრიარქოში არსებული დაპირისპირების ბრალია.

ექსპერტი არ გამორიცხავს გარეჩარევებს საპატრიარქოს საქმიანობაში.

„ძალიან ცუდი პროცესები მიმდინარეობს საპატრიარქოში. ეს პროცესები განპირობებულია შიდა ბრძოლებით პოსტ-პატრიარქის პერიოდის მზადებისთვის. გარდა ამისა, გარეშე ჩარევებიც. ყველა ხელისუფლება საქართველოში ცდილობდა, ისეთი გავლენა ჰქონოდა საპატრიარქოზე, რომ ის ხელისუფლების მიმართ ყოფილიყო რაც შეიძლება ლოიალური“, - განაცხადა არეშიძემ პრესკონფერენციაზე.

არეშიძემ ახსენა საპატრიარქოს მიერ წარმოებული ქონების დაბრუნების პროცესი, რომელიც მას საბჭოთა მმართველობის დროს ჩამოერთვა. ექსპერტის თქმით, საპატრიარქოს გარკვეული ჯგუფები ამ ქონების კონტროლისთვის იბრძვიან.

„საპატრიარქოს დიდი ქონება აღმოაჩნდა და ამ ქონების დაბრუნების პროცესში მავანს გაეღვიძა ქვენა ვნებები და, როგორც ჩანს, ხელის მოთბობა გადაწყვიტა... საპატრიარქოში არსებობს გარკვეულ ჯგუფებს შორის დაპირისპირება და ბრძოლა იმისთვის, რომ ახლოს იყვნენ ამ ფუფუნების მართვასთან“, - განაცხადა არეშიძემ.

მამუკა არეშიძის თქმით, ის ემხრობა აუდიტის ჩატარებას საპატრიარქოში.

„დღეს სინოდის ზოგიერთი წევრი კატეგორიული წინააღმდეგია, რომ აუდიტმა საპატრიარქოს ქონების შემოწმება ჩაატაროს, მე კი ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია, რადგან ბევრი ეჭვი გაქარწყლდეს ან დადასტურდეს და, ყოველ შემთხვევაში, საპატრიარქო გამოვიდეს სუფთად ამ სიტუაციიდან“, - თქვა ექსპერტმა.

რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლაში ადანაშაულებენ, არეშიძემ განაცხადა, რომ მისი საქმე ბევრ კითხვას ბადებს.

„საზოგადოებას აქვს ასეთი ტიპის შეკითხვა, ამხელა საავადმყოფოს მართავდა და რაში დასჭირდა სხვასთან საწამლავის ძიება. თუ მოინდომებდა, ისეთ პრეპარატს იშოვიდა თავისივე დაწესებულებაში, რაც საქმისთვის გამოდგებოდა. მერე რაღა გერემანიაში? აქაც შეეძლო გაეკეთებინა, რადგან ახლო ურთიერთობა ჰქონდა საპატრიარქოს ხელმძღვანელობასთან. გარდა ამისა, ასეთი კითთხვაც არსებობს საზოგადოებაში, პროკურორს არცერთხელ არ უთქცვამს, რომ თავდასხმა მზადდებოდა პატრიარქზე, არამედ უმაღლესი იერარქის პირზე ლაპარაკობდა. ერმა და ბერმა აიჩემა, გინდა თუ არა, პატრიარქზე მზადდებოდა თავდასხმა“, - თქვა არეშიძემ.

არეშიძის განცხადებით, ნებისმიერი ბრალდება საპატრიარქოს დისკრედიტაციისკენაა მიმართული.

„ნებისმიერი ბრალდება, რომელიც სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლისგან ისმის, ორიენტირებულია საპატრიარქოს დისკრედიტაციისაკენ, საპატრიარქოში არსებული კონკრეტული ჯგუფის დისკრედიტაციისკენ. სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ ადამიანებს, თუნდაც საპატრიარქოში, რომლებსაც უნდათ სიმართლის დადგენა“, - თქვა ექსპერტმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 10 თებერვალს დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს, რომელსაც ჩხრეკისას მომწამვლელი ნივთიერება, ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩნდა. პროკურატურის ბრალდების მიხედვით, აღნიშნული ნივთიერებით დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლას გეგმავდა.

ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი