უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 მარტი, 2024 12:10
font-size

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია ეწვევა.

სტუმრების მასპინძელია „ისრაელის სახლი“ და საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა. 35 წლის იუბილესთვის, საქართველო, ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობის ურთიერთობების ფარგლებში, „ისრაელის სახლი“ იწყებს მზადებას სხვადასხვა ღონისძიებისთვის. მათ შორის, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატასთან ერთად, დაგეგმილია გლობალური ბიზნესფორუმი, რომელიც, კოვიდპანდემიისა და ისრაელში საომარი მოქმედებების შემდეგ, ბიძგს მიცემს ბილატერალურ ბიზნესს.

ვიზიტისას ისრაელის დელეგაცია ქართულ მხარეს მადლობას გადაუხდის ისრაელის მხარდაჭერის, სოლიდარობისა და ორმხრივი კავშირების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის. დელეგაცია გამართავს, აგრეთვე, შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ამ სფეროში რეალური თანამშრომლობის საკითხზე.

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ დელეგაციის ვიზიტამდე წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, რათა სათავეში ჩაუდგეს ამ მნიშვნელოვან ბიზნესფორუმს, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს საკითხების პროგრესირება და ახალი სიცოცხლე მიეცეს ეკონომიკურ ურთიერთობებს. ბიზნესფორუმისთვის მზადებისთვის დელეგაცია, საქართველოს პარლამენტში ისრაელთან მეგობრობის ჯგუფთან ერთად, გამართავს სამუშაო შეხვედრას, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატასთან ერთად.

ისრაელის დელეგაციაში შედიან, აგრეთვე, მმართველი პარტიის გენერალური დირექტორი ცური სისო, პარლამენტარი, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის კომიტეტის წევრი სასონ გუეტა, რომელიც ისაუბრებს ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების საკითხზე და იმ პოტენციალზე, რომელიც ისრაელში ომის შემდეგ გამოჩნდა.

როგორც იციკ მოშე აღნიშნავს, წელს „ისრაელის სახლის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიებები საქართველო, ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობის 35-წლიანი ურთიერთობების ფარგლებში ჩატარდება და ეს იქნება არა მარტო განვლილი გზის შეჯამება, არამედ ახალი პერსპექტივების შეფასება და თანამშრომლობის პოტენციალზე მხარეებისთვის ექსპერტული ინფორმაციის მიწოდება.

საქართველო, ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობის ურთიერთობის კონტექსტში მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო საბჭოთა კავშირში პირველი ქვეყანა იყო, სადაც შევიდნენ მსოფლიო ებრაელობის ორგანიზაციები, მათ შორის WUJS (ებრაელ სტუდენტთა მსოფლიო კავშირი) და JAFI, სოხნუთი- მსოფლიო ებრაული სააგენტო. ორივე ავტორიტეტულ ორგანიზაციას საბჭოთა კავშირში იციკ მოშე წარმოადგენდა. სწორედ მისი ორგანიზებით 35 წლის წინ, საბჭოთა რეჟიმის პირობებში, თბილისს ეწვივნენ მსოფლიო ებრაელობის ლიდერები და დაიწყო პირველი ორმხრივი კავშირების დამყარება. ეს, ფაქტობრივად, იყო პირველი კავშირები საბჭოთა რესპუბლიკებთან.

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელს იციკ მოშეს მიაჩნია, 35-წლიანმა ურთიერთობებმა მხარეებს ნათლად დაანახა, რომ კავშირების რეალური განხორციელებისთვის აუცილებელია თანამშრომლობის სწორი ფორმატისა და მხარეების პრიორიტეტების ჩამოყალიბება. ამ კონტექსტში, იციკ მოშეს თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ებრაელების ისრაელში თითქმის სრული დაბრუნების შემდეგ, რაც ბუნებრივი პროცესი იყო, ხვალინდელი რეალური, გამართული კავშირებისთვის აუცილებელი პირობაა შეთანხმება ოთხ ტერმინზე: „საქართველო“, „ისრაელი“, „საქართველოს მოქალაქეები“ და „ისრაელელები“ და მათ შორის ურთიერთობებიც სწორედ ამ ფორმატში უნდა წარიმართოს. ამ მხრივ პროგრესი ნამდვილად არის და ამ მიღწევისთვის, რაც ბილატერალურ და ორმხრივ ინტერესებს ემსახურება, იციკ მოშე მადლობას უხდის ქნესეთსა და პარლამენტში შესაბამის მეგობრობის ჯგუფებს.

„მსოფლიო ამჟამად რთულ პერიოდს გადის. გამოწვევებია ისრაელისა და მისი მეგობარი ქვეყნების წინაშეც. „ისრაელის სახლი“ მუშაობს 18 ქვეყანაში და მიზნად ისახავს ისრაელისადმი სოლიდარობის გაძლიერებას, რომელიც ასევე აისახება მეგობარი ქვეყნების კანონმდებლობაშიც. მეორე მიმართულება ბილატერალური ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობაა, რაც ბიძგს მისცემს, აგრეთვე, მეგობარი ქვეყნების ეკონომიკას“, - ამბობს იციკ მოშე.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი