უახლესი ამბები
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
- 22.10.2025 14:47მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
- 22.10.2025 11:39დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
- 22.10.2025 11:15ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
- 22.10.2025 11:06შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა
- 22.10.2025 10:4022 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
- 22.10.2025 08:00დღის კალენდარი - 22 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


საქართველო ხდება კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის - დავით საგანელიძე
საქართველო ხდება კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის, - ეს განცხადება საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სიანში გამართულ „აბრეშუმის გზის 2017 წლის ბიზნეს სამიტზე“ გააკეთა, რომელშიც მსოფლიოს 70 -მდე ქვეყნის 600-ზე მეტი დელეგატი იღებს მონაწილეობას, მათ შორის არის საქართველოს დელეგაცია.
საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტით მყოფ ქართულ დელეგაციას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტისა და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები არიან. დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს ასევე, შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ასამბლეის ( PABSEC ) დელეგაციას, როგორც ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი „ერთი სარტყელი ერთი გზის“ პროექტებში.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სიანში გამართული „აბრეშუმის გზის 2017 წლის ბიზნეს სამიტის“ მთავარი თემა ეკონომიკური გლობალიზაცია, პარტნიორ ქვეყნებს შორის სავაჭრო- ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივაში კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერება, ფინანსური პლატფორმის ჩამოყალიბება და საუკუნის პროექტის სტრატეგიული გეგმის განხილვა არის.
„აბრეშუმის გზის 2017 წლის ბიზნეს სამიტი“ აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გაეროს სავაჭრო პალატების საპატიო თავმჯდომარემ, ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა და ნეპალის ვიცე პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნეს. სამ დღიან სამიტს მაღალი რანგის ოფიციალური პირების გარდა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.
„აბრეშუმის გზის 2017 წლის ბიზნეს სამიტზე“ გამომსვლელებმა იმ ქვეყნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომლებსაც უდიდესი წვლილი შეაქვთ "ერთი სარტყელი - ერთი გზის“ პროექტის განვითარებაში. სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა დავით საგანელიძემ და აბრეშუმის გზის კორიდორში საქართველოს უდიდეს როლსა და ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე ისაუბრა.
„დიდია საქართველოს როლი გლობალურ, საუკუნის პროექტში „ერთი სარტყელი – ერთი გზა”. ჩვენი ქვეყანა როგორც ევროპისა და აზიის ბაზრებს შორის დამაკავშირებელი ხიდი, ამ პროექტში აქტიურ ჩართულობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. აბრეშუმის გზის აღდგენა აახლოებს ჩვენს ქვეყნებს და საქართველო ხდება კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის. საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის, რადგან ორმხრივი ვაჭრობის მიმართულებით შემდგომი ზრდის სერიოზული შანსი გაგვაჩნია. ასევე სერიოზულ პერსპექტივებს ვხედავთ საინვესტიციო ნაკადების ზრდის მიმართულებითაც“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.
„აბრეშუმის გზის 2017 წლის ბიზნეს სამიტზე“ მრგვალი მაგიდის ირგვლივ დისკუსია გაიმართა. დისკუსიის თემა აბრეშუმის გზის ფარგლებში ფინანსური თანამშრომლობის პრაქტიკული ასპექტები იყო. დისკუსიაში ქართულ მხარეს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა, აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის საპატიო თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში დავით აფციაური წარმოადგენდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს, აბრეშუმის გზის ინიციატივის ფარგლებში ინვესტიციების მოზიდვის საკითხს ასევე, ვაჭრობისა და გლობალური განვითარების ასპექტებს.
„აბრეშუმის გზის 2017 წლის ბიზნეს სამიტის“ფარგლებში საპარტნიორო ფონდსა და აბრეშუმის გზის საერთაშორისო განვითარების ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებს შორის შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი ფონდის შექმნის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს. ოფიციალურ დოკუმენტს ხელი საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და აბრეშუმის გზის საერთაშორისო განვითარების ფონდის პრეზიდენტმა დეივიდ კიანგმა მოაწერეს.
„აბრეშუმის გზის 2017 წლის ბიზნეს სამიტი“ სამ დღეს გასტანს. სამიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი და მრავალმხირი შეხვედრები. სამიტს სხვადასხვა ქვეყნის მედიის წარომადგენლები ესწრებიან. საპარტნიორო ფინდის აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ადგილობრივ ტელეკომპანია „შანსის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
ფონდის ოფიციალური დელეგაციის საქმიანი ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ ნანჩანგისა და გუანჯოუს საქმიან წრეებთან შეხვედრები.
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12