უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

24 სექტემბერი, 2018 16:10
font-size

საქართველო უნდა გახდეს ენერგობაზრისა და ენერგეტიკული ვაჭრობის რეგიონული ჰაბი - ნათია თურნავა

ენერგეტიკის დარგში არსებული კანონმდებლობის რევიზიისა და ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკანონმდებლო ჰარმონიზაციის საკითხებზე იმსჯელეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით სასტუმრო „რუმსში“ ჩატარდა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ევროკავშირის ეგიდით მუშაობს ენერგეტიკული ბაზრის კონცეფციის ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოების საკითხებზე. ამ პროცესში ეკონომიკის სამინისტრო, რა თქმა უნდა, აქტიურად არის ჩართული. დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ ახალი ბაზრის კონცეფციის განხილვას ეძღვნებოდა“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ეს კონცეფცია ითვალისწინებს ბაზრის გახსნილობას და კონკურენტულობას. „საქართველო გარდაიქმნება რეგიონულ ჰაბად სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით, მათ შორის ენერგეტიკული ვაჭრობისა და ენერგობაზრის თვალსაზრისით. აქ თავისუფლად იქნება შესაძლებელი ელექტროენერგიით ვაჭრობა მთელი რეგიონის მასშტაბით, რომ ჩამოყალიბდეს ობიექტური, კონკურენტული ფასი და უფრო მეტად იყოს დაცული მომხმარებელი, რადგან კონკურენცია ყოველთვის ბადებს უფრო ოპტიმალურ ფასს და მეტ ხარისხს. ეს მომენტები იქნება სწორედ ამ რეფორმაში გათვალისწინებული“ - აღნიშნა თურნავამ.

„რუმსში“ გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.

იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2.3 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 ივნისი, 2024 , 12:07

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 419.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მა

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 64.4 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

10 ივნისი, 2024 , 11:55

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის პირველ კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის პირველი კვარტლის წინა

საქართველოს ბანკი და RSMED პროექტი რეგიონებში ბიზნესის განვითარების პროგრამას ახორციელებენ

5 ივნისი, 2024 , 15:10

საქართველოს ბანკი, როგორც რეგიონების ხელშეწყობაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, მხარს უჭერს საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების (RSMED) პროექტს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამ

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 11.8 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

31 მაისი, 2024 , 12:04

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 11.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვე

მარტში საქართველოს ეკონომიკა 8.2 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აპრილი, 2024 , 11:06

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი