უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 მაისი, 2017 17:50
font-size

საქართველომ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ კონვენციის (შემდგომში ‘’სტამბოლის კონვენცია“) სარატიფიკაციო სიგელის დეპონირება მოახდინა. საქართველოსთან მიმართებაში კონვენცია ძალაში 2017 წლის პირველი სექტემბრიდან შევა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონვენციის რატიფიცირებით საქართველოს პარლამენტმა დაადასტურა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთა ქვეყნისთვის პრიორიტეტია. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობის კონვენციასთან ჰარმონიზაციის მიზნით, პარლამენტმა 2017 წლის 4 მაისს კონვენციის თანმდევი სარატიფიკაციო ცვლილებათა პაკეტი მიიღო, რომელიც 24 საკანონმდებლო აქტში მნიშნველოვანი ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ განაცხადა, „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევაა. იგი გენდერული უთანასწორობისა და სისტემური გენდერული დისკრიმინაციის უკიდურესი გამოვლინებაა. სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღკვეთისკენ მიმართული ღონისძიებებისა და პრევენციის ყოვლისმომცველი მექანიზმების გაძლიერებას. აღნიშნული პროცესი უმნიშვნელოვანესია მდგრადი განვითარების მე-5 მიზნის მისაღწევად, რომელიც საქართველოს მიერ ეროვნულ დონეზე აღებული ვალდებულებაა.“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტამბოლის კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის სფეროში ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო ხელშეკრულებაა. კონვენცია ხელმოსაწერად 2011 წელს გაიხსნა და ძალაში 2014 წლის აგვისტოში შევიდა.

,,სტამბოლის კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას ადამიანის უფლებების დარღვევად აცხადებს. იგი წევრ სახელმწიფოებს სხვადასხვა ღონისძიების გატარებას ავალდებულებს. მათ შორისაა ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობის ეფექტიანი ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერება, ქალების დაცვა ძალადობის ყველა ფორმისგან, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენცია და აღკვეთა. ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობაზე მრავალმხრივი რეაგირების მიზნით, იგი მოქმედებისაკენ მოუწოდებს სამთავრობო უწყებებს, ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, ქვეყანაში მოქმედ ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს’’, - აცხადებენ უწყებაში.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა