უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 ივნისი, 2025 13:33
font-size

საქართველოს ბანკი ფინტექის მიმართულებით ქვეყანაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ბანკად დასახელდა

ფინტექი საქართველოს ბანკისთვის ტექნოლოგიური პროგრესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია — სფერო, რომელიც სამომხმარებლო გამოცდილებასა და ციფრულ ეკონომიკას ცვლის. სწორედ ამ მიმართულებით მიღწეული შედეგებისთვის, Global Finance-მა პირველი AI in Finance Awards 2025-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკი ფინტექის ქვეკატეგორიაში როგორც ქვეყნის, ისე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საუკეთესო ბანკად დაასახელა.

საერთაშორისო გამოცემა ამ დაჯილდოების პროგრამას ახორციელებს CGI-სთან — გლობალურ IT და საკონსულტაციო ფირმასთან პარტნიორობით, რომელიც AI-ის პასუხისმგებლიან დანერგვაშია სპეციალიზებული.

„საქართველოს ბანკისთვის საამაყოა, რომ ვართ ტექნოლოგიური ცვლილებების სათავეში და პრიორიტეტულია, შევქმნათ პროდუქტები, რომლებიც ბიზნესს საქმიანობის განვითარებაში დაეხმარება. ეს ჯილდო კი ჩვენთვის არის არა მხოლოდ საერთაშორისო აღიარება, არამედ პასუხისმგებლობა, გავაგრძელოთ ფინტექ ტრანსფორმაციის პროცესში წამყვანი როლის შესრულება“, — აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

საქართველოს ბანკმა AI in Finance Awards-ის ფარგლებში, კორპორაციული მიმართულებით, ჯილდო შემდეგ ქვეკატეგორიებში მოიპოვა:

ფინტექის ქვეკატეგორია — საუკეთესო ბანკი ქვეყნის მასშტაბით (საქართველო);
ფინტექის ქვეკატეგორია — საუკეთესო ბანკი რეგიონის მასშტაბით (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა).

თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში

21 ოქტომბერი, 2025 , 15:49

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ემიგრანტებისთვის მობილბანკში გზავნილების მორიგი კამპანია დაიწყო.  კამპანია განკუთვნილია საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ

საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

21 ოქტომბერი, 2025 , 12:57

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, საქართველოს ბანკსა და დეველოპერულ კომპანია „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი, საქართველოს ბანკის კორ

„დინამოს“ ლეგენდებმა „აიაქსის“ ლეგენდები ანგარიშით 5:2 დაამარცხეს

20 ოქტომბერი, 2025 , 14:42

თბილისის “დინამოს” ვეტერანებმა ამსტერდამის “აიაქსის” ვეტერანები ანგარიშით 5:2 დაამარცხეს. ლეგენდების მატჩი თბილისის "დინამოს" დაარსების 100 წლისთავს მიეძღვნა და ბორის პაიჭაძის სახელობის “დინ

​მთავარი ხარჯები დაკავშირებული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, მაგრამ არის შენობები, რომელთა რეალიზაციის სანაცვლოდ შეიძლება, აშენდეს ახალი ინფრასტრუქტურა​ - ირაკლი კობახიძე

20 ოქტომბერი, 2025 , 10:38

​მთავარი ხარჯები დაკავშირებული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, თუმცა ვფიქრობთ, რომ გადათამაშებით შეიძლება, რეალურად გავიდეთ საკმაოდ დაბალ ხარჯზე, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობ

თბილისმა ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ - SBC Summit Tbilisi 2025-ს უმასპინძლა

18 ოქტომბერი, 2025 , 13:08

თბილისში, სასტუმრო “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” რეგიონის უმსხვილესი iGaming და Tech კონფერენცია SBC Summit Tbilisi 2025 გაიმართა. ღონისძიება 15-16 ოქტომბერს ჩატარდა და ევრაზიის რეგიონი სრულად მოიც

დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას

18 ოქტომბერი, 2025 , 10:17

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ კომპანია ვოლტთან ერთად მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა. აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში &nbs