უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 ოქტომბერი, 2025 17:55
font-size

საქართველოს ბანკი საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია - Global Finance

Global Finance-ის 26-ე ყოველწლიური “მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე”, საქართველოს ბანკმა საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკის გლობალური ჯილდო მიიღო. ბანკი გამარჯვებულად კიდევ ხუთ ნომინაციაში დასახელდა.

„ციფრული ბანკის განვითარების გზაზე ჩვენთვის მთავარი მიზანია, მომხმარებლებს გამარტივებული, სწრაფი და მაღალპერსონალიზებული გამოცდილება შევთავაზოთ. Global Finance-ის მიერ მინიჭებული მსოფლიოს საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკის ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს , რომ ჩვენი სტრატეგია ეფექტიანი და სამაგალითოა. მადლობა ჩვენს მომხმარებლებს ნდობისთვის და გუნდის თითოეულ წევრს გაწეული ძალისხმევისთვის”, - განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა, ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკს კონკურენციას უწევდნენ ისეთი ძლიერი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიც არიან Bank of America, Citi, Revolut და სხვა.

გამარჯვებულები შეირჩნენ ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერის, ციფრული შეთავაზებების მრავალფეროვნების, ონლაინ მომხმარებელთა ბაზის ზრდისა და სხვა კრიტერიუმების საფუძველზე. მონაწილეები გლობალურმა საკონსულტაციო, ტექნოლოგიურმა და აუთსორსინგის ლიდერმა კომპანიამ Infosys-ის ჟიურიმ შეაფასა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება Global Finance-ის რედაქტორებმა მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების 2025 წლის დაჯილდოების პირველ რაუნდში საქართველოს ბანკმა 34 სხვადასხვა ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“, „ფორმულა მულტიმედია“ და რამდენიმე რადიომაუწყებელი გააფრთხილა და უცხოური ძალისგან დაფინანსების შეწყვეტა დაავალა

9 ოქტომბერი, 2025 , 18:05

კომუნიკაციების კომისიამ ტელემაუწყებლები „ფორმულა“ და „ფორმულა მულტიმედია“, ასევე რადიომაუწყებლები „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“, „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა&l

საქართველოს ბანკსა და `Fruit Consulting“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

9 ოქტომბერი, 2025 , 17:37

საქართველოს ბანკისთვის ქვეყანაში აგრო სექტორის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამ სექტორში ბიზნესისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, ბანკმა, სამაცივრე მეურნეობების მიმართულებით საკონსუ

თუ პროფესიის შეცვლა გსურს, ისწავლე BDO Academy-ში საქართველოს ბანკის სტიპენდიით

9 ოქტომბერი, 2025 , 11:17

ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც პროფესიის შეცვლა სურთ, საქართველოს ბანკი ახალ პროექტს ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში მათ შესაძლებლობას აძლევს, 7 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში საქართველოს ბანკის სტიპენდიით ისწავლონ. 

გარდაიცვალა ჟურნალისტი აკაკი სიხარულიძე

9 ოქტომბერი, 2025 , 09:44

გარდაიცვალა ჟურნალისტი აკაკი სიხარულიძე. აკაკი სიხარულიძემ 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ცენტრალურ აპარატში – ხელმძღ

საქართველოს ბანკი მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკია - Global Finance

8 ოქტომბერი, 2025 , 16:59

Global Finance-ის 26-ე ყოველწლიური მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკმა გაიმარჯვა. იგი ზედიზედ მეორე წელს, მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა. გარდა ამისა, დაჯილდოების ფარგლებში, სა

11 ოქტომბრამდე საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი

8 ოქტომბერი, 2025 , 16:53

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი. მათივე ცნობით, ასევე მოსალოდნელია სეტყვა, დროგამოშვებით ძ