უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 ოქტომბერი, 2025 09:44
font-size

გარდაიცვალა ჟურნალისტი აკაკი სიხარულიძე

გარდაიცვალა ჟურნალისტი აკაკი სიხარულიძე.

აკაკი სიხარულიძემ 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ცენტრალურ აპარატში – ხელმძღვანელობდა ახალგაზრდული და საყმაწვილო ჟურნალ-გაზეთების, ტელერადიოგადაცემათა რედაქციების სექტორს; 1987 წლიდან ჟურნალისტთა ფედერაციაშია (ყოფილი კავშირი); იყო საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციისი თავმჯდომარე. რედაქტორობდა გაზეთ „საქმეს“; 1994 წელს გამოსცა აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი „უკვდავება“; 1993 წელს ჩამოაყალიბა ეროვნული თანხმობის დარბაზი; 1997 წელს საფუძველი ჩაუყარა ქართული ჟურნალისტიკის დღის (21 მარტი) აღნიშვნის ტრადიციას; იყო საერთაშორისო ჟურნალისტიკის, სამართლისა და ბიზნესის ინსტიტუტის დამაარსებელი, მისი რექტორი.

1998 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, აქტუალური, ცხოვრებისეული თემების მაღალკვალიფიციურ დონეზე წარმოჩენაში, აქტიური, შემოქმედებითი მოღვაწეობისა და ახალგაზრდა პროფესიული კადრების მომზადებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის.

2013 წელს დაინიშნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად.

საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსი“ აკაკი სიხარულიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

10 ოქტომბერი, 2025 , 10:46

საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი (SANOFI WINTHROP INDUS

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10 ოქტომბერი, 2025 , 09:49

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მათივე ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები დილის 4:13 წუთზე, ცაგერში, სოფელ

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“, „ფორმულა მულტიმედია“ და რამდენიმე რადიომაუწყებელი გააფრთხილა და უცხოური ძალისგან დაფინანსების შეწყვეტა დაავალა

9 ოქტომბერი, 2025 , 18:05

კომუნიკაციების კომისიამ ტელემაუწყებლები „ფორმულა“ და „ფორმულა მულტიმედია“, ასევე რადიომაუწყებლები „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“, „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა&l

საქართველოს ბანკი საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია - Global Finance

9 ოქტომბერი, 2025 , 17:55

Global Finance-ის 26-ე ყოველწლიური “მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე”, საქართველოს ბანკმა საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკის გლობალური ჯილდო მიიღო. ბანკი გამარჯვებულად კიდევ ხუთ ნომინაციაშ

საქართველოს ბანკსა და `Fruit Consulting“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

9 ოქტომბერი, 2025 , 17:37

საქართველოს ბანკისთვის ქვეყანაში აგრო სექტორის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამ სექტორში ბიზნესისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, ბანკმა, სამაცივრე მეურნეობების მიმართულებით საკონსუ

თუ პროფესიის შეცვლა გსურს, ისწავლე BDO Academy-ში საქართველოს ბანკის სტიპენდიით

9 ოქტომბერი, 2025 , 11:17

ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც პროფესიის შეცვლა სურთ, საქართველოს ბანკი ახალ პროექტს ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში მათ შესაძლებლობას აძლევს, 7 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში საქართველოს ბანკის სტიპენდიით ისწავლონ.