უახლესი ამბები
- 22.10.2025 11:15ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
- 22.10.2025 11:06შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა
- 22.10.2025 10:4022 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
- 22.10.2025 08:00დღის კალენდარი - 22 ოქტომბერი
არქივი
საზოგადოება


საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული ბანკია ბიზნესისთვის ტრანსფორმაციის მიმართულებით - Global Finance
Global Finance-ის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების 26-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა — ბანკი ბიზნესისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა ტრანსფორმაციის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ ეს ჯილდო იმ პრესტიჟული აღიარებების ნაწილია, რომლებიც საქართველოს ბანკმა წელს მიიღო. ბანკი ზედიზედ მეორე წელს მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკი გახდა, წელს კი ასევე გაიმარჯვა შემდეგ კატეგორიებში:
- - მსოფლიოს საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი;
- - საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი;
- - საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
- -საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი ონლაინ პროდუქტების შეთავაზების მიმართულებით;
- - საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი დაკრედიტების მიმართულებით.
დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკს კონკურენციას უწევდნენ ისეთი წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა Bank of America, Citi, Revolut და სხვები.
Global Finance საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 26-ე წელია ირჩევს. წლევანდელი გამარჯვებულები Infosys-ის – გლობალური საკონსულტაციო, ტექნოლოგიური და აუთსორსინგის ლიდერი კომპანიის ჟიურის წევრებმა შეარჩიეს, ხოლო საბოლოო სია გამოცემის რედაქციამ გამოავლინა.
გამარჯვებულები შეფასდნენ ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, ციფრული შეთავაზებების მრავალფეროვნება, ონლაინ მომხმარებელთა ბაზის ზრდა და სხვა მნიშვნელოვანი ინდიკატორები.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების 2025 წლის დაჯილდოების პირველ რაუნდში საქართველოს ბანკმა 34 ნომინაციაში გაიმარჯვა.
საკვანძო სიტყვები:

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:40

თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში
21 ოქტომბერი, 2025 , 15:49

საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
21 ოქტომბერი, 2025 , 12:57

„დინამოს“ ლეგენდებმა „აიაქსის“ ლეგენდები ანგარიშით 5:2 დაამარცხეს
20 ოქტომბერი, 2025 , 14:42
მთავარი ხარჯები დაკავშირებული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, მაგრამ არის შენობები, რომელთა რეალიზაციის სანაცვლოდ შეიძლება, აშენდეს ახალი ინფრასტრუქტურა - ირაკლი კობახიძე
20 ოქტომბერი, 2025 , 10:38

თბილისმა ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ - SBC Summit Tbilisi 2025-ს უმასპინძლა
18 ოქტომბერი, 2025 , 13:08