უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 აპრილი, 2024 16:07
font-size

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები იღებენ. პროექტი მოზარდებში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლებას ემსახურება.

ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის პირველი, სასკოლო რაუნდი გაიმართა, რომელზეც საქართველოს 11 რეგიონიდან 300-მდე სკოლა დარეგისტრირდა. ჯამურად კი ოლიმპიადაზე წელს, ქვეყნის მასშტაბით, 1300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მონაწილეთა 80%-ზე მეტი რეგიონებიდან იყო.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ქულების მქონე მოსწავლეები ეროვნულ რაუნდზე გადავლენ, რომელიც თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართება. ეროვნული რაუნდიდან გამოვლენილი საუკეთესო 10 მოსწავლე ინტენსიურ კურსსა და გადამზადებას საზაფხულო ბანაკში გაივლის. 5 საუკეთესო მოსწავლისგან დაკომპლექტდება გუნდი კი, რომელიც საერთაშორისო რაუნდზე საბერძნეთში გაემგზავრება.

„საქართველოს ბანკი აგრძელებს ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას. მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ ეკონომიკის ოლიმპიადას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონკურსია სკოლის მოსწავლეებისთვის და ახალგაზრდებში ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლებასა და ეკონომიკური კუთხით ცოდნის გაღრმავებას ემსახურება. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ პროექტში მონაწილეობას იღებდნენ მოსწავლეები საქართველოს ყველა რეგიონიდან. ოლიმპიადის დახმარებით მათ ეძლევათ საერთაშორისო კონკურსზე გასვლის და საკუთარი შესაძლებლობების კიდევ უფრო ფართო მასშტაბზე გამოვლენის შესაძლებლობა. იმედი გვაქვს, საერთაშორისო რაუნდში მოსწავლეები წარმატებას მიაღწევენ და მოწინავე პოზიციებს დაიკავებენ“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, ეკონომიკის ოლიმპიადა ორგანიზაცია „საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივას“ (GELi) მიერ, საქართველოს ბანკის და Economic Fundamentals Initiative-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 25 მსჯავრდებული შეიწყალა

3 მაისი, 2024 , 10:42

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თა

დღეს წითელი პარასკევია

3 მაისი, 2024 , 09:17

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს

„სილქნეტი“ მომხმარებლისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დასანქცირდა - კომუნიკაციების კომისია

2 მაისი, 2024 , 18:06

კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „სილქნეტი“ აბონენტისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დაასანქცირა, ვინაიდან კომპანიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია. როგორც კომუნიკაცი

1-2 მაისს 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა, მათ შორის არიან სამართალდამცველები, დაშავებულთა ნაწილმა კლინიკა დატოვა - ჯანდაცვის სამინისტრო

2 მაისი, 2024 , 11:00

1-2 მაისს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განახორციელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ჰო

2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება

1 მაისი, 2024 , 15:18

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექ

პარლამენტთან დღევანდელი აქცია 17:00 საათზეა დაგეგმილი

1 მაისი, 2024 , 15:07

პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია კვლავ გაიმართება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 17:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი