საზოგადოება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქალი მეწარმეებისთვის ელ. კომერციის თემაზე ვორკშოპი გაიმართა
საქართველოს ბანკის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, მეწარმე ქალებისთვის ვორკშოპი — „პროდუქტის განთავსების მნიშვნელობა მარკეტფლეისზე“ გაიმართა. ღონისძიებას EXTRA-ს მარკეტინგის დირექტორი, მარიშა გოგოლაური უძღვებოდა.
ვორკშოპის მონაწილეებმა პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე გაიგეს, თუ როგორ ეხმარება მარკეტფლეისი მცირე და საშუალო ბიზნესს ოპერაციული პროცესების გამარტივებაში, დროისა და ხარჯების დაზოგვაში, გაყიდვების ეფექტიანად ზრდაში და ბრენდის სწორი პოზიციონირების უზრუნველყოფაში.
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა Buy Box-ის მნიშვნელობაზე ელექტრონულ კომერციაში, გაყიდვების მრავალფეროვან არხებსა და პროდუქტის როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ სივრცეებში სწორად წარმოჩენის მნიშვნელობაზე.
ღონისძიება ინტერაქციული ფორმატით წარიმართა, რის შედეგადაც მონაწილე მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ექსპერტთან ერთად საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები გაეზიარებინათ და პრაქტიკული რჩევები მიეღოთ.
აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ რესურსს, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მიზნით ქმნის — მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამებს, შეთავაზებებს, სექტორულ ანალიზებსა და შეხვედრებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესისთვის მოლაპარაკების მართვის ვორკშოპი გაიმართა
19 დეკემბერი, 2025 , 18:36
საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები
19 დეკემბერი, 2025 , 17:59
გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად
19 დეკემბერი, 2025 , 17:19
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა
19 დეკემბერი, 2025 , 17:04
50 487 კილოგრამი დაბინძურებული ქათმის გაყინული ხორცი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა - შემოსავლების სამსახური
19 დეკემბერი, 2025 , 15:08
საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო
19 დეკემბერი, 2025 , 14:56


