საზოგადოება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქალი მეწარმეებისთვის ელ. კომერციის თემაზე ვორკშოპი გაიმართება
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, მეწარმე ქალებისთვის ვორკშოპი “პროდუქტის განთავსების მნიშვნელობა მარკეტფლეისზე” გაიმართება. ღონისძიება 13 ოქტომბერს ჩატარდება და მას მარიშა გოგოლაური, EXTRA-ს მარკეტინგის დირექტორი გაუძღვება.
ვორქშოპზე მეწარმე ქალები გაიგებენ:
- - როგორ ამარტივებს მარკეტფლეისი ბიზნესის ოპერირებას;
- - როგორ შეუძლია ბიზნესს დაზოგოს დრო და ხარჯები;
- - რა როლი აქვს ე.წ Buy Box-ებს ელექტრონულ კომერციაში;
- - როგორ წარმოვაჩინოთ პროდუქტი ფიზიკურ და ონლაინ სივრცეში;
- - როგორ შეიძლება პროდუქტის შექმნა და მისი მთავარი ღირებულებების გამოყენება ბრენდის პოზიციონირების დროს;
- - რამდენად მრავალფეროვანია გაყიდვების არხები და სხვა.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში გაიმართება და დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, სპიკერთან ერთად საკუთარი საქმიანობისთვის საინტერესო საკითხები განიხილონ.
ღონისძიება 13 ოქტომბერს, 17:00-ზე საქართველოს ბანკის 4B ფილიალში, ალექსანდრე ყაზბეგის N 15-ში გაიმართება.
ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესისთვის მოლაპარაკების მართვის ვორკშოპი გაიმართა
19 დეკემბერი, 2025 , 18:36
საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები
19 დეკემბერი, 2025 , 17:59
გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად
19 დეკემბერი, 2025 , 17:19
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა
19 დეკემბერი, 2025 , 17:04
50 487 კილოგრამი დაბინძურებული ქათმის გაყინული ხორცი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა - შემოსავლების სამსახური
19 დეკემბერი, 2025 , 15:08
საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო
19 დეკემბერი, 2025 , 14:56


