უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 ივლისი, 2025 12:37
font-size

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, AI-ის ბიზნესში გამოყენებაზე კიდევ ერთი ვორკშოპი გაიმართება

საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. პლატფორმა ბიზნეს 360° ფარგლებში, 9 ივლისს, 17:00 საათზე, ბანკი კვლავ უმასპინძლებს ვორკშოპს თემაზე — „AI-ის გამოყენება ბიზნესში“.

ვორკშოპს გაუძღვება ტატა მომცემლიძე, Cluster Product Owner საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტში. მას AI-ზე დაფუძნებული ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციასა და ავტომატიზაციაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ამ თემაზე ჩატარებულ ვორკშოპზე - 200-ზე მეტი ბიზნესის წარმომადგენელი დარეგისტრირდა.

რატომ უნდა დაესწროთ ვორკშოპს?

  • -გაეცნობით, როგორ გამოიყენოთ AI მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად;
  • -ისწავლით ხელოვნური ინტელექტის ეფექტურად დანერგვას მცირე და საშუალო ბიზნესში;
  • -გაიგებთ, როგორ ვითარდებოდა გენერაციული მოდელები და რა განსხვავებაა მათ შორის;
  • -იხილავთ მაგალითებს რეალური კომპანიებიდან — როგორ იყენებენ AI-ს ოპერაციული ამოცანების გამარტივებისთვის;
  • -შეისწავლით პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და მეთოდებს;
  • -გაიღრმავებთ ცოდნას მონაცემთა დაცვისა და სისტემის უსაფრთხოების მიმართულებით.

ღონისძიება ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდება, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, ჩაერთონ დისკუსიაში, სპიკერსდაუსვან კითხვები და განიხილონ კონკრეტული ბიზნეს საჭიროებები.

ღონისძიება საქართველოს ბანკის ინოვაციურ სივრცეში, 4B ფილიალში, ალ. ყაზბეგის N15, 9 ივლისს, 17:00 – 19:00 საათზე ჩატარდება

ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

ღონისძიება საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილიაინიციატივა, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო ღონისძიებებს, პრაქტიკულ რესურსებსა და სხვა მრავალ აქტივობას, რაც ბიზნესს ზრდასა და განვითარებაში ეხმარება.

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნესისთვის მოლაპარაკების მართვის ვორკშოპი გაიმართა

19 დეკემბერი, 2025 , 18:36

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათ ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებისთვის საგანმანათლებლო შეხვედრებს სთავაზობს. ბიზნეს 360-ის შეხვედრების ფარგლებში, 16 დეკემბერს, მოლაპარაკების მართვის ვორ

საქართველოს ბანკის საახალწლო შეთავაზებები

19 დეკემბერი, 2025 , 17:59

საქართველოს ბანკის მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკმა, ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში, PLUS ბარათის მფლობელებს წინასაახალწლო შეთავაზებები მოუმზადა. გაეცანით შეთავაზებებს, რომლებიც ნებისმიერი ასაკისა დ

გაატარეთ ახალი წელი ვაზისუბნის მამულში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO და Visa-სთან ერთად

19 დეკემბერი, 2025 , 17:19

SOLO მომხმარებლებისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, SOLO და Visa ვაზისუბნის მამულში გამართული ახალი წლის ღონისძიების წარმდგენია.  ახალი წლის შეთავაზების ფარგლებში, SOLO Visa ბარათით

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი დაემატა

19 დეკემბერი, 2025 , 17:04

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათ პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებისთვის კიდევ ერთ ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმას ახალი კურსი - &bdqu

50 487 კილოგრამი დაბინძურებული ქათმის გაყინული ხორცი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა - შემოსავლების სამსახური

19 დეკემბერი, 2025 , 15:08

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“ და „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“,  სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი

საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადი 500-ზე მეტმა სტუდენტმა შეავსო

19 დეკემბერი, 2025 , 14:56

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, არქიტ