უკან

საზოგადოება

21 აგვისტო, 2025 10:43
font-size

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 34 ნომინაციაში გაიმარჯვა

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოების“ პირველი რაუნდის გამარჯვებულები გამოავლინა. გამოცემამ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მასშტაბით, ისე ცალკეული ქვეყნების მიხედვით შეაფასა. საქართველოს ბანკმა კი დაჯილდოებაზე 34 ჯილდო მიიღო, მათ შორის იგი საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში როგორც საცალო, ისე ბიზნესის მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა.

გამარჯვებულები Infosys-ის, გლობალური საკონსულტაციო-ტექნოლოგიური კომპანიის ჟიურიმ შეაფასა. საბოლოო სია კი Global Finance-ის რედაქტორებმა გამოავლინეს.

გამარჯვებული ბანკები შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე შეარჩიეს: მომხმარებლების მოზიდვისა და ციფრული მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, ციფრული შეთავაზებებით წარმატებით სარგებლობა, მომხმარებლების ზრდა ციფრულ არხებში, პროდუქტის შეთავაზებების ფართო არჩევანი, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის დიზაინი და ფუნქციონალურობა და სხვა.

„ციფრული ბანკინგის სწრაფი ტემპით განვითარებასთან ერთად, მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტები ხელოვნურ ინტელექტს, ღრუბლოვან ტექნოლოგიას და მობილურზე ორიენტირებულ სტრატეგიებს იყენებენ, რათა უწყვეტი, უსაფრთხო და მაღალპერსონალიზებული გამოცდილება უზრუნველყონ. Global Finance-ის 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს გამარჯვებულები კი საბანკო სფეროში ინოვაციისა და ლიდერობის მაგალითებს აჩვენებენ“, - განაცხადა Global Finance-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა ჯოზეფ ჯიარაპუტომ.

საქართველოს ბანკის მიერ მიღებული ჯილდოების სია ასეთია:

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი - სამომხმარებლო სეგმენტი

  • -საუკეთესო სრულად ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
  • -ონლაინ გადახდების საუკეთესო გადაწყვეტა მომხმარებლებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • -საუკეთესო ონლაინ პროდუქტის შეთავაზებები მომხმარებლებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • -საუკეთესო მობილური საბანკო აპლიკაცია მომხმარებლებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • -დაკრედიტების საუკეთესო სერვისი მომხმარებლებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • -ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • -საუკეთესო ღია ბანკინგის API-ები სამომხმარებლო მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

საქართველო - სამომხმარებლო სეგმენტი

  • -საუკეთესო ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის საქართველოში;
  • -საუკეთესო სრულად ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის საქართველოში;
  • -ონლაინ გადახდების საუკეთესო გადაწყვეტა მომხმარებლებისთვის საქართველოში;
  • -ონლაინ პროდუქტის საუკეთესო შეთავაზებები მომხმარებლებისთვის საქართველოში;
  • -საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების (UX) დიზაინი საქართველოში;
  • -საუკეთესო მობილური საბანკო აპლიკაცია მომხმარებლებისთვის საქართველოში;
  • -საუკეთესო ინფორმაციული უსაფრთხოება და ფროდის მართვა სამომხმარებლო მიმართულებით საქართველოში;
  • -დაკრედიტების საუკეთესო სერვისი მომხმარებლებისთვის საქართველოში;
  • -ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის საქართველოში;
  • -საუკეთესო ღია ბანკინგის API-ები სამომხმარებლო მიმართულებით საქართველოში;
  • -საუკეთესო ტრანსფორმაცია სამომხმარებლო მიმართულებით საქართველოში;

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი - ბიზნესის მიმართულება

  • -საუკეთესო სრულად ციფრული ბანკი ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • -საუკეთესო ბანკი ბიზნესისთვის ინტეგრიგებული ფინანსების მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • -საუკეთესო ციფრული გადახდების სტრატეგია ბიზნესის მიმართულებით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • -საუკეთესო სავაჭრო დაფინანსების სერვისები ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • -საუკეთესო ღია ბანკინგის API-ები ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • -საუკეთესო ბანკი ტრანსფორმაცის მიმართულებით ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

საქართველო - ბიზნესის მიმართულება

  • -საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში;
  • -საუკეთესო სრულად ციფრული ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში;
  • -საუკეთესო ბანკი ინტეგრიგებული ფინანსების მიმართულებით ბიზნესისთვის საქართველოში;
  • -საუკეთესო ციფრული გადახდების სტრატეგია ბიზნესისთვის საქართველოში;
  • -სავაჭრო დაფინანსების საუკეთესო სერვისები ბიზნესისთვის საქართველოში;
  • -საუკეთესო ინტეგრირებული კორპორატიული საბანკო პროგრამა საქართველოში;
  • -ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში;
  • -საუკეთესო ღია ბანკინგის API-ები ბიზნესისთვის საქართველოში;
  • -საუკეთესო საბანკო მომსახურება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის / საუკეთესო მცირე და საშუალო ბიზნესის პლატფორმა საქართველოში;
  • -საუკეთესო ბანკი ტრანსფორმაციის მიმართულებით ბიზნესისთვის საქართველოში.

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:40

ხის დარგვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, ქალაქ ფოთის მეხუთე საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. ღონისძიება ეროვნული სატყეო სააგენტოს

თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში

21 ოქტომბერი, 2025 , 15:49

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ემიგრანტებისთვის მობილბანკში გზავნილების მორიგი კამპანია დაიწყო.  კამპანია განკუთვნილია საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ

საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

21 ოქტომბერი, 2025 , 12:57

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, საქართველოს ბანკსა და დეველოპერულ კომპანია „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი, საქართველოს ბანკის კორ

„დინამოს“ ლეგენდებმა „აიაქსის“ ლეგენდები ანგარიშით 5:2 დაამარცხეს

20 ოქტომბერი, 2025 , 14:42

თბილისის “დინამოს” ვეტერანებმა ამსტერდამის “აიაქსის” ვეტერანები ანგარიშით 5:2 დაამარცხეს. ლეგენდების მატჩი თბილისის "დინამოს" დაარსების 100 წლისთავს მიეძღვნა და ბორის პაიჭაძის სახელობის “დინ

​მთავარი ხარჯები დაკავშირებული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, მაგრამ არის შენობები, რომელთა რეალიზაციის სანაცვლოდ შეიძლება, აშენდეს ახალი ინფრასტრუქტურა​ - ირაკლი კობახიძე

20 ოქტომბერი, 2025 , 10:38

​მთავარი ხარჯები დაკავშირებული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, თუმცა ვფიქრობთ, რომ გადათამაშებით შეიძლება, რეალურად გავიდეთ საკმაოდ დაბალ ხარჯზე, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობ

თბილისმა ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ - SBC Summit Tbilisi 2025-ს უმასპინძლა

18 ოქტომბერი, 2025 , 13:08

თბილისში, სასტუმრო “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” რეგიონის უმსხვილესი iGaming და Tech კონფერენცია SBC Summit Tbilisi 2025 გაიმართა. ღონისძიება 15-16 ოქტომბერს ჩატარდა და ევრაზიის რეგიონი სრულად მოიც