უკან

საზოგადოება

29 აგვისტო, 2025 15:05
font-size

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე ბიზნესის მიმართულებით 16 ჯილდო მიიღო

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი ბიზნესის მიმართულებით როგორც ქვეყნის, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით 16 კატეგორიაში საუკეთესოდ დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ Global Finance საუკეთესო ციფრულ ბანკებს არაერთი წელია, აფასებს და მისი მიზანი მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების ინოვაციური და ეფექტური ციფრული გამოცდილების წარმოჩენაა. წლევანდელი შედეგებით, საქართველოს ბანკმა ჯამში 34 ჯილდო მოიპოვა, რომელთაგან 16 ბიზნესის სეგმენტზე მოდის.

გამარჯვებულები რეგიონისა და ცალკეული ქვეყნების მასშტაბით სხვადასხვა კრიტერიუმით შეაფასეს, მათ შორის განიხილეს ციფრული სტრატეგიის სიძლიერე, ბიზნესმომხმარებლებისთვის შეთავაზებული პროდუქტებისა და სერვისების ეფექტურობა, ციფრული ტრანსფორმაციის მასშტაბურობა, ტექნოლოგიური ინოვაციები და სხვა. მონაწილეები Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურიმ შეაფასა, ხოლო საბოლოო სია Global Finance-ის რედაქციამ გამოავლინა.

საქართველოს ბანკმა ბიზნესის მიმართულებით გამარჯვება შემდეგ კატეგორიებში მოიპოვა:

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი:

  • -საუკეთესო სრულად ციფრული ბანკი ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • -საუკეთესო ბანკი ბიზნესისთვის ინტეგრიგებული ფინანსების მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • -საუკეთესო ციფრული გადახდების სტრატეგია ბიზნესის მიმართულებით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • -საუკეთესო სავაჭრო დაფინანსების სერვისები ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • -საუკეთესო ღია ბანკინგის API-ები ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • -საუკეთესო ბანკი ტრანსფორმაცის მიმართულებით ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

საქართველო:

  • -საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში;
  • -საუკეთესო სრულად ციფრული ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში;
  • -საუკეთესო ბანკი ინტეგრიგებული ფინანსების მიმართულებით ბიზნესისთვის საქართველოში;
  • -საუკეთესო ციფრული გადახდების სტრატეგია ბიზნესისთვის საქართველოში;
  • -სავაჭრო დაფინანსების საუკეთესო სერვისები ბიზნესისთვის საქართველოში;
  • -საუკეთესო ინტეგრირებული კორპორატიული საბანკო პროგრამა საქართველოში;
  • -ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში;
  • -საუკეთესო ღია ბანკინგის API-ები ბიზნესისთვის საქართველოში;
  • -საუკეთესო საბანკო მომსახურება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის / საუკეთესო მცირე და საშუალო ბიზნესის პლატფორმა საქართველოში;
  • -საუკეთესო ბანკი ტრანსფორმაციის მიმართულებით ბიზნესისთვის საქართველოში.

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:40

ხის დარგვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, ქალაქ ფოთის მეხუთე საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. ღონისძიება ეროვნული სატყეო სააგენტოს

თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში

21 ოქტომბერი, 2025 , 15:49

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ემიგრანტებისთვის მობილბანკში გზავნილების მორიგი კამპანია დაიწყო.  კამპანია განკუთვნილია საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ

საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

21 ოქტომბერი, 2025 , 12:57

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, საქართველოს ბანკსა და დეველოპერულ კომპანია „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი, საქართველოს ბანკის კორ

„დინამოს“ ლეგენდებმა „აიაქსის“ ლეგენდები ანგარიშით 5:2 დაამარცხეს

20 ოქტომბერი, 2025 , 14:42

თბილისის “დინამოს” ვეტერანებმა ამსტერდამის “აიაქსის” ვეტერანები ანგარიშით 5:2 დაამარცხეს. ლეგენდების მატჩი თბილისის "დინამოს" დაარსების 100 წლისთავს მიეძღვნა და ბორის პაიჭაძის სახელობის “დინ

​მთავარი ხარჯები დაკავშირებული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, მაგრამ არის შენობები, რომელთა რეალიზაციის სანაცვლოდ შეიძლება, აშენდეს ახალი ინფრასტრუქტურა​ - ირაკლი კობახიძე

20 ოქტომბერი, 2025 , 10:38

​მთავარი ხარჯები დაკავშირებული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, თუმცა ვფიქრობთ, რომ გადათამაშებით შეიძლება, რეალურად გავიდეთ საკმაოდ დაბალ ხარჯზე, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობ

თბილისმა ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ - SBC Summit Tbilisi 2025-ს უმასპინძლა

18 ოქტომბერი, 2025 , 13:08

თბილისში, სასტუმრო “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” რეგიონის უმსხვილესი iGaming და Tech კონფერენცია SBC Summit Tbilisi 2025 გაიმართა. ღონისძიება 15-16 ოქტომბერს ჩატარდა და ევრაზიის რეგიონი სრულად მოიც