უახლესი ამბები
- 10.10.2025 10:56პოლიციამ პოლონეთის მოქალაქეების მიმართ ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა
- 10.10.2025 10:53პოლიციამ კახეთში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა -კულტივირების ბრალდებით ორი პირი დააკავა
- 10.10.2025 10:46საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
- 10.10.2025 10:03დღეს, საკანონმდებლო ორგანოს წინ, ექიმების საპროტესტო აქცია გაიმართება
- 10.10.2025 09:49საქართველოში მიწისძვრა მოხდა
- 10.10.2025 09:44შსს-მ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი პირი დააკავა
- 10.10.2025 09:00დღის კალენდარი - 10 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


საქართველოს დემოკრატიას და მის მომავალს საფრთხეს უქმნის არა შეერთებული შტატები, არამედ „ქართული ოცნება“ - სენატორ შაჰინისა და რიშის განცხადება
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა (რესპუბლიკელი, აიდაჰო) და კომიტეტის წევრმა ჟან შაჰინმა (დემოკრატი, ნიუ-ჰემფშირი) გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელიც შეეხება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განვითარებული რეპრესიების ფონზე:
„ჩვენ სულ უფრო მეტად გვაშფოთებს საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესება და მთავრობის შემაშფოთებელი ქმედებები, რომლებიც ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ განხორციელდა. პრემიერ-მინისტრ კობახიძის გადაწყვეტილება, ოპოზიციური პარტიების აკრძალვისა და მათი ლიდერების დაპატიმრების შესახებ, ამაზრზენი, არადემოკრატიული ნაბიჯია და კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ სრულად უგულებელყოფს ნორმალური პოლიტიკური დიალოგისკენ მიმავალ გზას. პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერთა დაშინება — განსაკუთრებით მათ შორის, ვინც აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომლობდა ან ჩვენ კომიტეტში მოწმის სახით გამოდიოდა — წარმოადგენს მცდელობას ჩაახშოს განსხვავებული აზრი ქვეყანაში, რომელსაც აქვს ამაყი ტრადიცია — სიმართლის თქმისა ხელისუფლების წინაშე.
ასევე მიუღებელია ის, რომ საქართველოს მთავრობა მიზანში ირჩევს ყოფილი აშშ-ის ოფიციალური პირებს უსაფუძვლო ბრალდებებით, თითქოს ისინი ქვეყნის მთავრობას ანგრევენ. ნათლად უნდა ითქვას: საქართველოს დემოკრატიას და მის მომავალს საფრთხეს უქმნის არა შეერთებული შტატები, არამედ „ქართული ოცნება“. მივესალმებით სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას — დაბარებულიყო საქართველოს ელჩი ამ შემაშფოთებელ მოვლენებზე სასაუბროდ, და მოვუწოდებთ ტრამპის ადმინისტრაციას, გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობის ბოლო ნაბიჯები ორმხრივ ურთიერთობებში ნებისმიერი ცვლილების განხილვამდე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მტკიცე, ორპარტიულ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მხოლოდ საკუთარი თვითგამორკვევის უფლებას ითხოვს,“ - ნათქვამია ჯინ შაჰინი და ჯიმ რიშს ერთობლივ განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:

დღეს, საკანონმდებლო ორგანოს წინ, ექიმების საპროტესტო აქცია გაიმართება
10 ოქტომბერი, 2025 , 10:03

ირაკლი კობახიძეს მივმართავ: ერთ მშვენიერ დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კეთილს ნამდვილად ინებებს, მაგრამ არ ვიცი, ეს თქვენ კეთილებს რამდენად მოეწონება - ლელა ჯეჯელავა
9 ოქტომბერი, 2025 , 16:07

ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ არიან -კახა კალაძე
9 ოქტომბერი, 2025 , 14:21
ეს გაერთიანებები, პარტიები, კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ არიან, ებრძვიან ქართველ ხალხს და სიბინძურეებს კადრულობენ, რომ ძალადობა წაახალისონ - კახა კალაძე
9 ოქტომბერი, 2025 , 14:15
ჯო უილსონი ერთი ჩვეულებრივი კომიკური კოშმარია საქართველოს რეალობაში - არჩილ გორდულაძე
9 ოქტომბერი, 2025 , 13:39

ამ ტყვეების აყვანაზე, რაც ახლა მიმდინარეობს, პასუხისმგებელი არის, მხოლოდ და მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილი, ამ ქვეყანას მართავს არალეგიტიმური რეჟიმი, რუსული საოკუპაციო რეჟიმი - ანა წითლიძე
9 ოქტომბერი, 2025 , 13:33