უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 ოქტომბერი, 2019 16:40
font-size

საქართველოს ეროვნული ნასყიდობის ხელშეკრულების მიზნობრიობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა გადახედოს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

საქართველოს ეროვნული ბანკს ახალი სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით, კანონი არ დაურღვევია, მაგრამ გარიგების სამართლებრივი და ეკონომიკური მიზანშეწონილობა მაღალი საჯარო ინტერესის საკითხია და მისი შემოწმება მხოლოდ ერთადერთ უფლებამოსილ ორგანოს - სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შეუძლია.

აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების” განცხადებაშია აღნიშნული, რომელმაც საკითხი, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკიდან გამოთხოვილი მასალების საფუძველზე შეისწავლა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს არ გააჩნდა ვალდებულება მიწის ნაკვეთის შეძენის მიზნით ტენდერი გამოეცხადებია. „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას. ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სხვა ორგანოებს უფლება არა აქვთ, ჩაერიონ მის საქმიანობაში ან განახორციელონ მონიტორინგი, გარდა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სებ-ის უძრავი ქონების სახელმწიფო შესყიდვასთან, ასევე უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით მიღებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატუსის მიმართ არსებული საკანონმდებლო რეჟიმის მიუხედავად, სებ-ის საქმიანობის კონტროლი ექვემდებარება შემოწმებას. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანული კანონის მე-17 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება, მისი კომპეტენციის ფარგლებში, მათ შორის ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო მმართველობის ეფექტიანობას და ანგარიშვალდებულებას, საბიუჯეტო სახსრებისა და სხვა საჯარო რესურსების გამოყენებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობას. დანაშაულის ნიშნების შემცველი აუდიტის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია გამოაქვეყნოს აუდიტის ანგარიში, აგრეთვე სხვა ინფორმაცია მის საქმიანობასთან დაკავშირებით.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სებ-ის სათავო ოფისის მშენებლობის გადაწყვეტილება მიღებულია სებ-ის საბჭოს მიერ, რომელიც დაეყრდნო და განმარტებულია, როგორც სებ-ის საზედამხედველო მანდატის გაზრდის საჭიროებას და სხვა მნიშვნელოვან საფუძვლებს, რომელიც არ მოიცავს არსებით დაზუსტებას. სებ-ს არ გააჩნდა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების ვალდებულება. შეძენილი მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 8 779,00 კვ.მ და მდებარეობს ქ. თბილისში, ცირკსა და ყოფილ რესტორან „არაგვს“ შორის (ნაკვ. #001/014), ცირკსა და ყოფილ რესტორან „არაგვს“ შორის, სტალინის სახელობის სანაპირო #1 (რესორან „არაგვის მიმდებარე ტეროტორია, ნაკვეთი ##2/20), ცირკსა და რესტორან „არაგვს“ შორის, სტალინის სახელობის სანაპირო #1 (რესორან „არაგვის მიმდებარე ტეროტორია, ნაკვეთი ##2/21). სებ-ის მიერ მიწის ნაკვეთის შეძენის მიზნით შპს „სითი ცენტრთან“, 8,427, 840.00 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში, 2019 წლის 26 ივლისს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. სებ-დან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სებ-ის ბიუჯეტიდან აღნიშნული თანხის გადახდა, ამ ეტაპზე, არ განხორციელებულა. ამასთან, ტექნიკური დავალების თანახმად, მომსახურეობის გაწევის სავარაუდო ვადაა 38-44 თვე, მათ შორის: პროექტირების ეტაპი - 6 თვე; სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელი კონტრაქტორის შერჩევის (ტენდერი) ეტაპი - 2 თვე; მშენებლობის ეტაპი-სავარაუდოდ 30-36 თვე. მშენებლობის სავარაუდო ბიუჯეტი შეადგენს 50 000 000 მილიონ ლარს. ამჟამად, უძრავი ქონება ს.ს. „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სასარგებლოდ, იპოთეკის ხელშეკრულებითაა დატვირთული.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ყურადღებას დაუთმოს იმ გარემოებას, რომელიც საზოგადოებრივი კონტროლის შესაძლებლობას ექვემდებარება. კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ გვერდზე, უკვე გამოქვეყნებულია სებ-ის სათავო ოფისის ახალი შენობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავების მომსახურების შესყიდვა. ობიექტის პროექტირების კონკურსის შემდგომ გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი ობიექტის მშენებარე კომპანიის შერჩევის მიზნით.

რაც შეეხება შპს „სითი ცენტრს“, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის თანახმად, 2009 წლიდან მოქმედი კომპანიაა, რომლის ამჟამინდელი 100%-იანი წილის მესაკუთრეა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება კვიპროსში რეგისტრირებული „სოფიცა ჰოლდინგს ლიმიტედი“ SOFITSA HOLDINGS LIMITED, HE298233. 2019 წლის 5 ივნისის მონაცემის თანახმად, კომპანიის დირექტორია გიორგი შეყრილაძე, რომელიც, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის თანახმად, ხელმძღვანელობს კიდევ ერთ კომპანიას - შპს „სითი ცენტრი 2“-ს, რომლის 100%-იანი წილის მესაკუთრეა პანამაში რეგისტრირებული „თრასდენ თრეიდინგ ეს.ეი“. 2018 წლის ნოემბრის თვის მონაცემით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით, კომპანიას აკრძალული ჰქონდა ზემოხსენებული უძრავი ნივთის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკითხის შესწავლის მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს, საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფის მიზნით, წერილობითი ფორმით, 2019 წლის 18 სექტემბერს მიმართა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოხმაურება 27 სექტემბერს მოამზადა. სებ-ის ცნობითვე, საქართველოს ეროვნულ ბანკში, ამჟამად 506 თანამშრომელია დასაქმებული.

NS

ვაფრთხილებთ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც აშშ-ის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თემურ კუპატაძე

8 მაისი, 2024 , 17:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თემურ კუპატაძის განცხადებით, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენ

არა რუსულ კანონს! - 11 მაისს, 16:00 საათზე, თბილისში მშობლების მარში გაიმართება

8 მაისი, 2024 , 14:59

11 მაისს, 16:00 საათზე თბილისში რუსული კანონის გასაპროტესტებლად "მშობლების მარში" გაიმართება. აქციის ორგანიზატორები წერენ, რომ შეიკრიბებიან წერეთლის გამზირზე, "ექსპო ჯორჯიასთან", 19:00 საათზე კი მარშით შეუერთდე

საზოგადოებამ მორალურად უნდა შეაფასოს ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან, მათ შორის ფაშისტური ხასიათის კამპანიებში, როცა ადამიანებზე მიმდინარეობს მორალური ტერორი, ბულინგი - შალვა პაპუაშვილი

8 მაისი, 2024 , 14:53

საზოგადოებამ მორალურად უნდა შეაფასოს ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან, მათ შორის ფაშისტური ხასიათის კამპანიებში, როცა ადამიანებზე მიმდინარეობს მორალური ტერორი, ზეწოლა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის

ლიტერატურულ გამოცემა `არილი,` კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო, იხურება

8 მაისი, 2024 , 12:14

გამოცემა „არილი,“ კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო, იხურება. როგორც გამოცემის განცხადებაში წერია, ეს გადაწყვეტილება კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკის

სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 25 მსჯავრდებული შეიწყალა

3 მაისი, 2024 , 10:42

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თა

დღეს წითელი პარასკევია

3 მაისი, 2024 , 09:17

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი