უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 მაისი, 2024 11:40
font-size

საქართველოს ესაჭიროება მეგობრები, მხარდაჭერა და არა ფარისევლობა, ძირის გამოთხრა, ორივე უკვე საკმარისად გამოვცადეთ ჩრდილოეთიდან - შალვა პაპუაშვილი

ნატო-ს წევრობის გაჭიანურებული პერსპექტივის გამო, უცხოეთიდან მომავალ გამოწვევებთან გამკლავება საქართველოს, მეტწილად, მარტოს უხდება. ერთ-ერთი ამგვარი გამოწვევა გაუმჭვირვალე უცხოური ფულია, რომელიც თავისუფლად შემოედინება საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, მათ შორის, რადიკალურ ჯგუფებშიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონმდებლობა ამ გამოწვევის საპასუხოდაა მიღებული, რომელსაც აქვს პრეცედენტი დასავლეთში და დემოკრატიული მმართველობის ფარგლებშიც ჯდება.

მისი თქმით, ამ კანონის „რუსულად“ მონათვლა მას არადემოკრატიულად არ აქცევს, მეტიც, არ ამართლებს საქართველოს მთავრობაზე თავდასხმას.

„საქართველოს მთავრობამ დიდი ხანია, დაამტკიცა ერთგულება ევროპული, ევროატლანტიკური ღირებულებებისა და პოლიტიკის მიმართ. თუმცა, დღესდღეობით, ნატო-ს წევრობის გაჭიანურებული პერსპექტივის გამო, უცხოეთიდან მომავალ გამოწვევებთან გამკლავება საქართველოს, მეტწილად, მარტოს უხდება. ერთ-ერთი ამგვარი გამოწვევა გაუმჭვირვალე უცხოური ფულია, რომელიც თავისუფლად შემოედინება საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, მათ შორის, რადიკალურ ჯგუფებშიც. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონმდებლობა ამ გამოწვევის საპასუხოდაა მიღებული, რომელსაც აქვს პრეცედენტი დასავლეთში და დემოკრატიული მმართველობის ფარგლებშიც ჯდება. ამ კანონის მონათვლა „რუსულად“ მას არადემოკრატიულად არ აქცევს. მეტიც, არ ამართლებს საქართველოს მთავრობაზე თავდასხმას. ზოგი, ვისაც კანონი შეეხება, მას აპროტესტებს. პროტესტი, ხშირად, რადიკალური და ძალადობრივია. უცხოელი ოფიციალური პირების მიერ ამ პროტესტში მონაწილეობა საქართველოს სუვერენიტეტის, დიპლომატიური პრაქტიკის უგულებელყოფით და „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების“ სახელით, უკეთეს შემთხვევაში, ფარისევლობაა, ხოლო უარეს შემთხვევაში – ქვეყნის აყირავების მცდელობა. საქართველოს ესაჭიროება მეგობრები, მხარდაჭერა და არა ფარისევლობა, ძირის გამოთხრა. ორივე უკვე საკმარისად გამოვცადეთ ჩრდილოეთიდან“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე პლატფორმა X-ზე.

კეზერაშვილს აქვს მიღებული გარანტიები იმის სანაცვლოდ, რომ უნდა დახარჯოს ფული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ საქართველოში, რაც არის საკმაოდ შემაშფოთებელი მოვლენა - ირაკლი კობახიძე

26 ივლისი, 2024 , 14:45

კეზერაშვილს აქვს მიღებული გარანტიები იმის სანაცვლოდ, რომ უნდა დახარჯოს ფული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ საქართველოში, რაც არის შემაშფოთებელი მოვლენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ

„ქართული ოცნების“ გამარჯვებასთან დაკავშირებით არანაირი „თუ“ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი

26 ივლისი, 2024 , 14:12

არანაირი „თუ“ „ქართული ოცნების“ გამარჯვებასთან დაკავშირებით არ არსებობს. ერთადერთი კითხვა არის, რამდენად დიდი იქნება ის გამარჯვება, რომელსაც „ქართული ოცნება“ მოიპოვებს, – ამის შე

ჩვენ, დიახაც, ვაპირებთ, რომ ვაჭრობა გავაგრძელოთ რუსეთთან, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებული არ იყოს ჩვენი ეკონომიკა - გიორგი ვაშაძე

26 ივლისი, 2024 , 14:04

საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი, საქართველოს ექნება რუსეთთან ვაჭრობა, ოღონდ სამჯერ მეტს გავყიდით ჩვენ და არა  – რუსეთი. ეს არის ჩემი პირდაპირი მიზანი, – - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის&ld

ჩვენ ხომ ეჭვი არ გვეპარება, რომ როგორც კი ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში, მეორე დღესვე, მათივე სიტყვებია, დააწესებენ სანქციებს, შემოიღებენ სავიზო რეჟიმს, აკრძალავენ პირდაპირ ფრენებს - შალვა პაპუაშვილი

26 ივლისი, 2024 , 13:52

საქართველოს ხელისუფლება თუ ამ თავქარიან შემოთავაზებებს აჰყვებოდა, რომელიც 2022 წლის თებერვალ-მარტში ძალიან უხვად იყო უცხოელი აქტორების მხრიდან, დღეს Fitch-ის რეიტინგში საქართველო იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსის ნეგატიური რ

იყო პირდაპირი ძალისხმევა, რათა საქართველო ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ -ირაკლი კობახიძე

26 ივლისი, 2024 , 13:37

იყო პირდაპირი ძალისხმევა, რათა საქართველო ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და ამის გამო კონკრეტული ძალები არიან გაღიზიანებული, თუმცა ჩვენ ბოლომდე უნდა დავდგეთ ჩვე

საქართველო, კორუმპირებული ივანიშვილისგან დაიბრუნე შენი ქვეყანა - ადამ კინზინგერი

26 ივლისი, 2024 , 12:02

აშშ-ის კონგრესის ყოფილი წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, ადამ კინზინგერი საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, დაამარცხოს „ქართული ოცნება“ და დაიბრუნოს ქვეყანა კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილისგან "ქართული ოცნების"

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი