უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 სექტემბერი, 2018 14:15
font-size

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იბერია ტვ-სთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია "იბერიას" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება.

როგორც ქარტიის განცხადებაშია ნათქვამი, მნიშვნელოვანია გავრცელებული აუდიოჩანაწერების შესწავლის მიზნით დაიწყოს გამოძიება, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა კავშირი ხელისუფლებას ამ საუბრების შინაარსთან და მასში მონაწილე პირებთან.

"ტელეკომპანიის ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მათ არხზე ხორციელდება ხელისუფლების ზეწოლა დამფინანსებელი კომპანიისთვის პრობლემების შემქმნით. გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერები, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ ქარტია მნიშვნელოვანად მიიჩნევს, გავრცელებული ჩანაწერების შესწავლის მიზნით დაიწყოს გამოძიება, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა კავშირი ხელისუფლებას ამ საუბრების შინაარსთან და მასში მონაწილე პირებთან.

ახელმწიფო უწყებებმა ტელეკომპანიასთან და მის მთავარ დამფინანსებელთან დაკავშირებით მოლაპარაკებები და სხვა ქმედებები წარმართონ გამჭვირვალედ და საზოგადოებას მიაწოდონ სრული ინფორმაცია.

რამდენიმე დღეა “იბერია” საგანგებო რეჟიმში მაუწყებლობს და წლის განმავლობაში უკვე მეორედ ჟურნალისტები აცხადებენ, რომ არ იციან გააგრძელებენ თუ არა მუშაობას. შექმნილი ვითარება ქვეყანაში არაჯანსაღი მედიაგარემოს ნიშნებზე მიუთითებს, რაც პირველ რიგში აზიანებს საზოგადოების ინტერესს, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც მოქალაქეები მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმყოფებიან.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს დამფუძნებლებს და მთავრობას, მათ შორის წარმოქმნილ გაუგებრობაში არ მოხდეს ჟურნალისტთა გამოყენება და "იბერიის" თანამშრომლების უფლებების შელახვა,"- ნათქვამია განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 25 მსჯავრდებული შეიწყალა

3 მაისი, 2024 , 10:42

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თა

დღეს წითელი პარასკევია

3 მაისი, 2024 , 09:17

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს

„სილქნეტი“ მომხმარებლისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დასანქცირდა - კომუნიკაციების კომისია

2 მაისი, 2024 , 18:06

კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „სილქნეტი“ აბონენტისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დაასანქცირა, ვინაიდან კომპანიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია. როგორც კომუნიკაცი

1-2 მაისს 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა, მათ შორის არიან სამართალდამცველები, დაშავებულთა ნაწილმა კლინიკა დატოვა - ჯანდაცვის სამინისტრო

2 მაისი, 2024 , 11:00

1-2 მაისს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განახორციელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ჰო

2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება

1 მაისი, 2024 , 15:18

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექ

პარლამენტთან დღევანდელი აქცია 17:00 საათზეა დაგეგმილი

1 მაისი, 2024 , 15:07

პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია კვლავ გაიმართება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 17:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი