უკან

პოლიტიკა

14 მაისი, 2025 18:09
font-size

საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა მეორე ფრონტის გახსნაზე „დიფ სთეითის“ წარმომადგენლის მოთხოვნა, რასაც „დიფ სთეითი“ საქართველოს ვერაფრით პატიობს-საქართველოს პარლამენტი

ე.წ. მეგობარი აქტი სამ ძირითად ცრუ ბრალდებას ეფუძნება. ყველა ეს სიცრუე და უსამართლობა ადასტურებს, რომ ე.წ. მეგობარი აქტი საქართველოს მიმართ „დიფ სთეითის“ უხეში მტრული დამოკიდებულებით არის ნაკარნახევი, – ამის შესახებ ნათქვამია „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის განცხადებაში, რომელიც პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 87 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღო.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმის ნაცვლად, რომ კონგრესი „დიფ სთეითისგან“ დამოუკიდებლად მოქმედებდეს და ახალ ადმინისტრაციას ძველი ადმინისტრაციის მიერ დაწესებული უსამართლო სანქციების გაუქმებას სთხოვდეს, ის, პირიქით, ახალი სანქციების დაწესებასაც კი ითხოვს.

„საბედნიეროდ, ამგვარი აბსურდული გადაწყვეტილებები ქართველ ხალხში ადეკვატურ რეაქციას იწვევს. უკვე დიდი ხანია, ქართული საზოგადოება სრულიად არასერიოზულად აღიქვამს ევროპარლამენტს, რომელმაც 2022 წლიდან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ 6 მტრული რეზოლუცია დაამტკიცა. სამწუხაროდ, ასეთივე რეპუტაციულ ზიანს აყენებს თავის თავს აშშ-ის კონგრესიც. დასანანია, რომ ერთ დროს დემოკრატიის ციტადელად ცნობილმა კონგრესმა, რომელსაც ამერიკელმა დამფუძნებელმა მამებმა – ჯორჯ ვაშინგტონმა, თომას ჯეფერსონმა, ბენჯამინ ფრანკლინმა, ჯეიმს მედისონმა და სხვებმა – ჩაუყარეს საფუძველი, 5 მაისს ქართული საზოგადოების თვალში ესოდენ მძიმედ შელახა საკუთარი იმიჯი და რეპუტაცია“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამი, რომ „დიფ სთეითი“ საქართველოს ვერაფრით პატიობს უარს მათ მიერ დაყენებულ მოთხოვნაზე მეორე ფრონტის გახსნის შესახებ.

ამავდროულად, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს აშშ-ის კონგრესთან ყველა იმ საკითხზე, რომელმაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება შეიძლება უზრუნველყოს.

„ჩვენი შეფასებით, საქართველოს წინააღმდეგ უხეშ და უსამართლო დამოკიდებულებას და ორმაგ სტანდარტს ერთადერთი რამ შეიძლება განაპირობებდეს – საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა „დიფ სთეითის“ წარმომადგენლის მიერ ხელისუფლების ლიდერებთან კონკრეტულ შეხვედრებზე დაყენებული მოთხოვნა მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე, რასაც „დიფ სთეითი“ საქართველოს ვერაფრით პატიობს.

გამოვთქვამთ იმედს, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია წარმატებით შეასუსტებს „დიფ სთეითს“, რის შედეგადაც აშშ-ს კონგრესი დაიბრუნებს ძველ დიდებას და სახელს, რომელიც მას 200-წლიანი მოღვაწეობის საფუძველზე ჰქონდა შექმნილი.

საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს აშშ-ის კონგრესთან ყველა იმ საკითხზე, რომელმაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება შეიძლება უზრუნველყოს“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაში.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&

კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისათვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკ

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:20

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ

ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

მძიმე მოვლენები ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წა