უკან

კონფლიქტის ზონა

11 ივლისი, 2018 12:30
font-size

საქართველოს მიერ ჩატარებულმა სამედიცინო ექსპერტიზამ არ გასცა ნათელი პასუხები კითხვაზე, იყო ნაწამები თუ არა ტატუნაშვილი - ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელი

„ქართული მხარის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს“, - ამის შესახებ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში მორიგი შეხვედრის შემდეგ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა განაცხადა.

„საქართველოს მიერ ჩატარებულმა სამედიცინო ექსპერტიზამ არ გასცა ნათელი პასუხები კითხვაზე, იყო ნაწამები თუ არა ტატუნაშვილი. შესაბამისად, ქართულ მხარეს არ აქვს არანაირი საფუძველი, ამტკიცოს, რომ მისი სიკვდილი დადგა ფიზიკური ზემოქმედების შედეგად“, - დასძინა კოჩიევმა.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე კომენტირებისას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ცხინვალი საპასუხო სიას ამზადებს, რომელშიც საქართველოს მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები შევა.

ცნობისთვის, 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს კიდევ ორ მოქალაქესთან ერთად საოკუპაციო ძალებმა გაიტაცეს. მომდევნო დღეს ოსურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ტატუნაშვილის დაღუპვის შესახებ. თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა.

ოკუპანტებმა სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

29 აპრილი, 2024 , 16:28

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. "აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმ

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 14:11

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი