უახლესი ამბები
- 22.10.2025 11:39დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
- 22.10.2025 11:15ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
- 22.10.2025 11:06შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა
- 22.10.2025 10:4022 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
- 22.10.2025 08:00დღის კალენდარი - 22 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


საქართველოს მხარე ძალიან საინტერესოდ და ძლიერად იყო წარმოდგენილი, რუსეთმა გაყალბებული უახლესი ისტორია აღწერა - ეკატერინე გასიტაშვილი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ეკატერინე გასიტაშვილის შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოში „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმის ზეპირ მოსმენაზე საქართველო ძლიერად წარდგა, ხოლო რუსეთმა გაყალბებული უახლესი ისტორია წარმოადგინა.
„საქართველოს მხარე ძალიან საინტერესოდ და ძლიერად იყო წარმოდგენილი, სამართლებრივი არგუმენტები და ფაქტობრივი მოტივაცია იყო საკმაოდ დეტალურად, მძლავრი აქცენტებით წარმოჩენილი. რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, გარკვეული ნაწილი, ცოტა არ იყოს, გაყალბებული უახლესი ისტორიის აღწერა იყო, რაც, გულწრფელად რომ ვთქვა, ვერ გავიგე, სამართლებრივად რატომ იყო საჭირო.
ფაქტობრივ ნაწილს რაც შეეხება, ძირითადი არგუმენტები რუსული მხარის იყო ის, რომ არსებობდა გარკვეული მტკიცებულებები ფოტოების, სიუჟეტების, სოციალურ ქსელში დადებული ინფორმაციის სახით, რომელთა ნაწილი აღარ არსებობს, ნაწილი კი შემონახულია; თუმცა, როგორც მოსამართლე, ვიტყვი, რომ, თუკი კონკრეტული მტკიცებულებების ავთენტიკურობა არ არის დადგენილი, ამ მასალებზე შემდეგი შეფასება და მსჯელობა, მაგალითად, საერთო სასამართლოების სისტემაში, არც მიიღება და არც განიხილება − სამართლებრივად შეუძლებელია, ვიმსჯელოთ, თუკი ექსპერტიზა არ არსებობს; ვინაიდან ყალბია თუ არა მტკიცებულება, ეს მხოლოდ ექსპერტის შესაფასებელია, არცერთი მოსამართლე ექსპერტი არ არის“, – განაცხადა გასიტაშვილმა.
გასიტაშვილის თქმით, საქართველოს სახელმწიფოს ბრიტანელმა ადვოკატმა ბენ ემერსონმა ღირსეულად წარადგინა ქვეყანა სასამართლოზე.
„ემოციურად ძალიან ამაღელვებელი იყო ბრიტანელი ადვოკატის მიერ იმის აღნიშვნაც, თუ რამდენად განსაკუთრებული თარიღია ჩვენთვის 26 მაისი. 26 მაისს აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებიდან 100 წლისთავი. ბენ ემერსონმა საამაყოდ წარმოადგინა ჩვენი მხარე და დიდ წარმატებას ვუსურვებ ქვეყანას. ის, რაც სამართლიანია, ვფიქრობ, სწორი გეზი უნდა ჰპოვოს. არის რიგი საკითხებისა იურისდიქციის მიმართულებით. მართლაც გარკვეული პრეცედენტია შესაქმნელი ამ საქმეზე, რადგან სახელმწიფოთაშორისი დავები ამ სასამართლოსთვისაც კი ცოტა შეზღუდული და სხვა კრიტერიუმით განიხილება. ასე რომ, დღეს საქართველო მართლაც ისტორიული პროცესის მონაწილეა და ვნახოთ, ჩვენ ერთად ვაკვირდებით ამ პროცესს“, – თქვა გასიტაშვილმა.
დღეს სტრასბურგის სასამართლოში აგვისტოს ომის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“, რომელშიც საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის რვა მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს, ზეპირი მოსმენა გაიმართა. მას განიხილავდა დიდი პალატა, რომელიც 17 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული.
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12