უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 აგვისტო, 2019 12:30
font-size

საქართველოს მოქალაქეები ბულგარეთში დროებით ლეგალურ დასაქმებას შეძლებენ

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების ოფიციალური რაუნდი გაიმართა.

სხდომას თავმჯდომარეობდა და საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე თეა ახვლედიანი; ხოლო ბულგარეთის დელეგაციის ხელმძღვანელი იყო შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილე ლაზარ ლაზაროვი. შეხვედრისას, მხარეებმა შეაჯერეს პოზიციები საქართველოსა და ბულგარეთს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი ხელშეკრულების ტექსტზე და სრულ შეთანხმებას მიაღწიეს.

უახლოეს მომავალში, დაგეგმილია ხელშეკრულების ხელმოწერა და მისი ძალაში შესვლა, რაც შემდეგომ ეტაპზე ითვალისწინებს მხარეთა მუშაობის გაგრძელებას ბულგარეთსა და საქართველოს შორის დროებითი ლეგალური დასაქმების კონკრეტული სქემის ასამოქმედებლად საჭირო დოკუმენტის მომზადებაზე, რომელზეც შეთანხმება უნდა მოხდეს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში.

აღნიშნული პროცესი საქართველოს მოქალაქეებისთვის შექმნის ბულგარეთის რესპუბლიკაში შესაბამის მოთხოვნად პროფესიებში კვალიფიციური მუშაკების დროებით ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობას. დასაქმების და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად მუშაობის შესაძლებლობების გახსნა, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი