უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 აპრილი, 2017 09:00
font-size

საქართველოს მოსახლეობა წინა წელთან შედარებით 0.1%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის 1-ლი იანვრისთვის საქართველოს მოსახლეობა (ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის გამოკლებით) წინა წელთან შედარებით 0,1%-ით შემცირდა და 3.718.2 ადამიანი შეადგინა. კლების მიზეზი 2016 წლის ბუნებრივი მატების შემცირება და მიგრაციის უარყოფითი სალდო გახდა.

საქალაქო დასახლებებში მოსახლეობის 57.2% (2 128,6 ათასი ადამიანი) ცხოვრობს, ხოლო სასოფლო დასახლებაში - 42,8 % (1 589,6 ათასი ადამიანი).

ყველაზე მეტი ადამიანი თბილისსა და მის შემოგარენში ცხოვრობს - 1 114,6 ათასი ადამიანი. რეგიონებს რაც შეეხება, ყველაზე დასახლებულია იმერეთი 529,7 ათასი კაცითა და ქვემო ქართლი 427,4 ათასი ადამიანით.

0.1%-ით გაიზარდა მამაკაცთა წილი, რაც 1 781,5 ათას კაცს შეადგენს, ხოლო ქალების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 0.2%-ით შემცირდა (1 936,7 ათასი ქალი). მამაკაცების წილი მოსახლეობაში 47.9%-ს შეადგენს, ხოლო 52,1 % ქალია.

მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი მონაცემებიდან გამომდინარე, ყველაზე მეტი წილი 25-29 წლის ასაკის ხალხს უკავია და 7,48%-ს შეადგენს. ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობის (0-14 ასაკობრივი ჯგუფი) წილმა მთელ მოსახლეობაში 19,5% შეადგინა. შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის (15-დან 64 წლამდე) წილმა 66.1% შეადგინა. 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 14,5%. 0-64 წლის მამაკაცების წილი მთლიან მოსახლეობაში სჭარბობს ქალებისას, ხოლო 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში ქალები ჭარბობენ მამაკაცებს, რაც გამოწვეულია მამაკაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.

2016 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას შეადგენდა 72,7 წელს, მათ შორის მამამაკებისათვის 68,3 წელს, ხოლო ქალებისათვის - 77,2 წელს.

წინა წელთან შედარებით 2016 წელს 98.3 ათასი (2,4%-ით) კაცით გაიზარდა ემიგრანტთა რაოდენობა. იმიგრანტთა რაოდენობა კი 2.5%-ით შემცირდა და 90,2 ათასი კაცი შეადგინა, რის გამოც 2016 წელს მიგრაციული სალდოს (სხვაობა იმიგრანტებისა და ემიგრანტების რიცხოვნობას შორის) უარყოფითი მაჩვენებელი -8,1 ათასი კაცის დონეზე დაფიქსირდა.

ანა მებურიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 25 მსჯავრდებული შეიწყალა

3 მაისი, 2024 , 10:42

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თა

დღეს წითელი პარასკევია

3 მაისი, 2024 , 09:17

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს

„სილქნეტი“ მომხმარებლისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დასანქცირდა - კომუნიკაციების კომისია

2 მაისი, 2024 , 18:06

კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „სილქნეტი“ აბონენტისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დაასანქცირა, ვინაიდან კომპანიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია. როგორც კომუნიკაცი

1-2 მაისს 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა, მათ შორის არიან სამართალდამცველები, დაშავებულთა ნაწილმა კლინიკა დატოვა - ჯანდაცვის სამინისტრო

2 მაისი, 2024 , 11:00

1-2 მაისს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განახორციელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ჰო

2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება

1 მაისი, 2024 , 15:18

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექ

პარლამენტთან დღევანდელი აქცია 17:00 საათზეა დაგეგმილი

1 მაისი, 2024 , 15:07

პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია კვლავ გაიმართება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 17:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი