უკან

კომენტარი

8 იანვარი, 2018 12:20
font-size

საქართველოს მთავრობა არის მკვლელი, ჯანდაცვის სამინისტრო არის მკვლელი, პარლამენტიც არის მკვლელი - რომან გოცირიძე

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, რომან გოცირიძე ეხმაურება გუშინ ჩხოროწყუში მომხდარ მკვლელობის ფაქტს, რა დროსაც, მამამ 36 წლის შვილი ნაჯახით მოკლა, ცოლი კი დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, 66 მამაკაცს ფსიქიკური აშლილობა აქვს.

,,მეორდება და მეორდება ერთი და იგივე სურათი-ფსიქიურად დაავადებული ადამიანი ჰკლავს თავის ახლობლებს. მეც არ დამეზარება და გავიმეორებ და გავიმეორებ იმას, რასაც ამ შემთხვევაში ვამბობ: საქართველოს მთავრობა არის მკვლელი, ჯანდაცვის სამინისტრო არის მკვლელი. ახლა გავასამებ ამ დამნაშავეთა სიას და დავუმატებ: საქართველოს პარლამენტიც არის მკვლელი.

ორი წელია, ერთი თეთრითაც არ გაუზრდიათ ფსქიკური ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტი. წელს როგორც იქნა მოუმატეს, მაგრამ ეს მხოლოდ მედიკამენტებისა და კომუნალური ხარჯების ზრდას თუ ეყოფა. კატასტროფული მდგომარეობაა ამ სფეროს დაფინანსებაში. დადის ათასობით მკურნალობასმოკლებული ადამიანი ქუჩაში. ამიტომაცაა, რომ ამ პატარა ქვეყანაში უფრო მეტი უბედური შემთხვევები ხდება, ვიდრე გაცილებით დიდ ქვეყნებში.

ყველაზე დაუცველ ადამიანებს ყველაზე უსამართლოდ ექცევა ხელისუფლება”, - წერს გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ცნობისათვის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მამამ შვილი ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი ცოლი დაჭრა. ამ დრომდე უმძიმესია ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოთავსებული ქალბატონის მდგომარეობა. მას მეუღლემ თავის არეში ნაჯახით ჭრილობა მიაყენა.

დაკავებული წინასწარი ცნობით, ქუთაისის რაიონის ფსიქიატრიული საავადმყოფოს შესაბამის განყოფილებაშია გადაყვანილი.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მომხდარზე ერთი პირია დაკავებული.

საკვანძო სიტყვები:

ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი

18 ნოემბერი, 2025 , 15:42

„იწყება მზიას სასამართლო … რეჟიმის სადისტური მიდრეკილება იმაშიც გამოიხატება, რომ არჩეულ იქნა მცირე დარბაზი და „ამოღებული სკამები“. ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დ

ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი

17 ნოემბერი, 2025 , 13:58

რუსეთის მორიგი მოთხოვნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებაზე შესრულებულია. ამ საკითხს რუსები დღის წესრიგში მუდმივად აყენებდნენ, ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებასთან ერთად, – ამის შესახებ „ლელოს

პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი

13 ნოემბერი, 2025 , 15:26

პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი, ასევე ნაპოვნია ყველა ცხედარი, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან,

სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა

13 ნოემბერი, 2025 , 14:56

ჩორჩანის საქმე არის ისტორიული, როდესაც საქართველოს სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებს კონკრეტული ადამიანების ხელით და კონკრეტული ინსტრუმენტების გამოყენ

სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე

12 ნოემბერი, 2025 , 14:52

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ნინო ენუქიძის გ

თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე

12 ნოემბერი, 2025 , 13:31

თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი. მათგან ნაპოვნია 18 დაღუპული, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ჟურნალისტებს განუცხად