უახლესი ამბები
- 06.02.2026 12:38სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული - ლევან მახაშვილი
- 06.02.2026 12:33სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, დაკავებულია 39 პირი -შსს
- 06.02.2026 11:53ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პირდაპირ, თავხედურად აღიარა, რომ წარმოდგენას ავტორის პოლიტიკური პოზიციის გამო კრძალავს.. და იცით რატომ გააკეთა? - გოგი გვახარია
- 06.02.2026 11:39ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
- 06.02.2026 07:59დღის კალენდარი - 6 თებერვალი
არქივი
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი სამუშაო ვიზიტი დაიწყო.
ირაკლი კობახიძე, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბრიუსელში იმყოფება, სადაც, 2 თებერვალს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციის კენჭისყრის პროცედურას დაესწრება.
დღეს შეხვედრები ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან, ანტონიო ტაიანისთან და ბელგიის სენატის თავმჯდომარესთან, კრისტინ დეფრენთან გაიმართება.
ასევე, დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, დევიდ მაკალისტერთან და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, პაველ სვობოდასთან.
საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს ევროპარლამენტში შემავალ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან გამართავს, მათ შორის ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტთან, სერგეი სტანიშევთან და კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარესთან, საიედ კამალთან.
მაღალი დონის შეხვედრებზე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.
„ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესა და დელეგაციასთან ერთად, ბელგიის პარლამენტისა და სენატის თავმჯდომარეებთან, ასევე, ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან და რიგი შეხვედრები ევროპარლამენტში არსებულ პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეებთან. ზოგადად, საუბარი გვექნება, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან უკვე არსებულ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ასევე, ჩვენს მომავალ გეგმებზე და ვიზალიბერალიზაციაზე, რასაც უკვე 2 თებერვალს კენჭს უყრიან. ცხადია, ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე“,- აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პირველი სამუშაო ვიზიტით სწორედ ბრიუსელს ეწვია, პარლამენტის მიერ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ მიღებულ რეზოლუციაში გაცხადებული საგარეო პრიორიტეტების კიდევ ერთი დადასტურებაა.
„იმ ფონზე, როდესაც ჩვენ, პარლამენტმა, მივიღეთ რეზოლუცია და დეკლარირებულად განვაცხადეთ ჩვენი საგარეო პრიორიტეტები, ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას იმასაც, რომ რეზოლუციაში დაფიქსირებულ პრიორიტეტებს, როგორიც არის ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია, ამ კონკრეტული ვიზიტითაც ხაზს ვუსვამთ. პირველი ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არის ბრიუსელში. ბრიუსელში გაიმართება ფართო და ყოვლისმომცველი შეხვედრები, რომლებზეც განხილული იქნება ძალიან ბევრი სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, საქართველოს კიდევ უფრო დაახლოება ევროკავშირთან და რაც მთავარია, ხვალ იქნება კენჭისყრა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მხარდასაჭერად. შესაბამისად, ძალიან პოზიტიურ შედეგებს ველოდებით“,- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბრიუსელში ვიზიტს 3 თებერვალს დაასრულებს. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირინე ფრუიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, ნინო გოგუაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე.
საკვანძო სიტყვები:
სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული - ლევან მახაშვილი
6 თებერვალი, 2026 , 12:38
მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ
6 თებერვალი, 2026 , 12:09
ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
6 თებერვალი, 2026 , 11:39
ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციურ წესრიგს, ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე
6 თებერვალი, 2026 , 08:29
„ქართული ოცნება“ მანიპულირებს და ფაქტების დამახინჯებით ცდილობს, გერმანული შემთხვევა საქართველოს კონტექსტს მოარგოს - ვახუშტი მენაბდე
4 თებერვალი, 2026 , 18:45
საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
4 თებერვალი, 2026 , 17:26


