უახლესი ამბები
- 06.02.2026 12:38სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული - ლევან მახაშვილი
- 06.02.2026 12:33სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, დაკავებულია 39 პირი -შსს
- 06.02.2026 11:53ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პირდაპირ, თავხედურად აღიარა, რომ წარმოდგენას ავტორის პოლიტიკური პოზიციის გამო კრძალავს.. და იცით რატომ გააკეთა? - გოგი გვახარია
- 06.02.2026 11:39ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
- 06.02.2026 07:59დღის კალენდარი - 6 თებერვალი
არქივი
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დაკაში დაიწყო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში ვიზიტს იწყებს.
ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 1-5 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საპარლამენტო დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები გერმანიის, ირლანდიის, ეგვიპტის, კანადის, ბრაზილიის, ჩინეთის, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ფილიპინების, ვიეტნამის, ინდონეზიის, შრი-ლანკის, ფიჯის და სხვა ქვეყნების პარლამენტების უმაღლესი თანამდებობის პირებთან, - აცნობეს „მედიანიუსს“ პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტიდან.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ძირითადი მიზანია: პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცება; აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკისა და ოკეანეთის რეგიონებში საქართველოსადმი მხარდაჭერისა და კეთილგანწყობის მობილიზება. ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატების პარალელურად, ურთიერთობების გაღრმავება მსოფლიოს წამყვან და პოლიტიკურად მნიშვნელოვან სახელმწიფოებთან. ამავდროულად, ცვალებადი საერთაშორისო რეალიების გათვალისწინებით, უმთავრეს ამოცანად რჩება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სახელმწიფოების მხარდაჭერის უზრუნველყოფა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის მიმართულებით. ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო დელეგაციის წევრები ზემოაღნიშნულ საკითხებზე ისაუბრებენ.
საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU) მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური საპარლამენტო ფორუმია, რომელიც 171 ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს აერთიანებს. ფორუმი 1-5 აპრილს ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ დაკაში იმართება და მისი მთავარი თემაა: „უთანასწორობის აღმოფხვრა:ღირსების და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველასთვის“. ასამბლეის სხდომა 2 აპრილს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე გაიხსნება.
ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დელეგაციის წევრებთან ერთად, საზეიმო ღონისძიებაზე ბანგლადეშის პარლამენტის თავმჯდომარე უმასპინძლებს.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.
აცნობეს „მედიანიუსს“ პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტიდან.
საკვანძო სიტყვები:
სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული - ლევან მახაშვილი
6 თებერვალი, 2026 , 12:38
მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ
6 თებერვალი, 2026 , 12:09
ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
6 თებერვალი, 2026 , 11:39
ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციურ წესრიგს, ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე
6 თებერვალი, 2026 , 08:29
„ქართული ოცნება“ მანიპულირებს და ფაქტების დამახინჯებით ცდილობს, გერმანული შემთხვევა საქართველოს კონტექსტს მოარგოს - ვახუშტი მენაბდე
4 თებერვალი, 2026 , 18:45
საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
4 თებერვალი, 2026 , 17:26


